ედუარდო რეია: მზად ვარ, სამწვრთნელო საქმიანობას დავუბრუნდე

AutoSharing Option
ედუარდო რეია ნახევარი სეზონია, უქმად არის და როგორც "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტს განუცხადა, მზადაა, სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს.

67 წლის სპეციალისტი ბოლოს "ლაციოს" ედგა სათავეში და გასული სეზონის ფინიშზე პოსტი თავისივე სურვილით დატოვა. იქამდე "ნაპოლის" და ცოტა ხნით სპლიტის "ჰაიდუკს" მესაჭეობდა. დროა, სიტყვა თავად რეიას გადავცეთ:

"ზაფხულიდან მოყოლებული, დრო შესანიშნავად გავატარე, რადგან პირველად ბოლო ხუთ წელიწადში, ჩემზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. კარგად დავისვენე, ძალები მოვიკრიბე და მზად ვარ, სამწვრთნელო საქმიანობას დავუბრუნდე.

"ნაპოლისა" და "ლაციოში" გატარებული პერიოდი უდიდესი გამოცდილების მომტანი იყო და
ვეცდები, მთელი ეს ცო
დნა ახალ გუნდში გამოვიყენო. შემოთავაზებები აქამდეც მქონდა, მაგრამ უარს ვამბობდი, ზამთარში კი ყველა წინადადებას სიამოვნებით განვიხილავ".

ედი რეიამ "ლაციოს" თამაშიც შეაფასა და შემდეგი განაცხადა: "ვფიქრობ, რომ ვლადიმირ პეტკოვიჩი ჩემს
დაწყებულ საქმეს აგრძელებს და ეს ძალიან მახარებს.

დიდად არც ტაქტიკა შეუცვლია, არც სტრატეგია და არც შემადგენლობა. უნარიანად ხელმძღვანელობს გუნდს და შედეგიც სახეზეა. ვფიქრობ, რომ კლაუდიო ლოტიტომ მისი დანიშვნით აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული