მატია დესტრომ შესაძლოა ორი მატჩი გამოტოვოს

AutoSharing Option
იტალიური სპორტული პრესის ცნობით, "რომა"-"ატალანტას" სათასო პაექრობაში მატია დესტრო დაშავდა და ჯერჯერობით გაურკვეველი დროით ჩამოშორდა ფეხბურთს.

21 წლის ფორვარდმა ბერგამოელთა კარში გოლი გაიტანა, შემდეგ კი ორთაბრძოლაში ხისტად შევიდა და მოედანი კოჭლობით დატოვა.

დესტროს გამოკვლევა ჩაუტარდა, თუმცა ექიმთა საბოლოო ვერდიქტი რამდენიმე დღეში გვეცოდინება.

წინასწარი პროგნოზით, ტრავმა მძიმე არაა, თუმცა ფეხბურთელს შესაძლოა ერთი ან ორი მატჩის გამოტოვება მოუწიოს. თუმცა ეს მაინც ვარაუდებია, რადგან ექიმები დიაგნოზის დასმისგან თავს იკავებენ.

მატიას ტრავმამ ზდენეკ ზემანი შეაშფოთა - ბოლო პერიოდში ახალგაზრდა თავდამსხმელი ნაყოფიერად ირჯებოდა და გოლი
გოლზე გაჰქონდა. ჩეხი სპეციალისტის თქმით, ძალიან მალე დესტრო გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად მოგვევლინება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული