იტალიის თასი. 1/8 ფინალი: "მილანი" "იუვენტუსზე" გავიდა

AutoSharing Option
იტალიის თასის მერვედფინალურ ეტაპზე, "მილანმა" სერია B-ს ბინადარი, რეჯინა" მიიღო და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი მიართვა.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა უპრობლემოდ დაამარცხა მეტოქე და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც "იუვენტუსთან" მოუწევს შეტოქება. დიახ, ასეთ ადრეულ ეტაპზე იტალიური ფეხბურთის კლასიკას ვიხილავთ, ნახევარფინალში გამსვლელის ვინაობას კი ერთი მატჩი გადაწყვეტს.

რაც შეეხება "რეჯინასთან" პაექრობას, ალეგრიმ ნახევრად ექსპერიმენტალური შემადგენლობა დააყენა და არც უნანია... ლომბარდოელებმა ლაღად ითამაშეს, აურაცხელი რაოდენობის მომენტი შექმნეს და გოლებიც ეფექტური შეაგდეს. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მარიო იეპესმა თავური დარტყმით
"როსონერი" წინ გაიყვანა.

მეორე გოლი მბაიე ნიანგის ანგარიშზეა, რომელიც კიპერთან პირისპირ დარჩა და უზუსტესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში მოათავსა. მესამე გოლი ჯამპაოლო პაცინიმ მიითვალა აქტივში, ახლო დისტანციიდან ცხრიანში გაჭედა ბურთი და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3:0.

ნამატჩევს, მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილი გახლდათ, თუმცა განვლილ მატჩზე ბევრი არაფერი უთქვამს... წინ "იუვენტუსთან" ჯახი გველის და იმედი მაქვს, ამ ბარიერსაც დავძლევთო.

მილანი-რეჯინა 3:0
გოლები: 1:0 იეპესი (51), 2:0 ნიანგი (79), 3:0 პაცინი (81).
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, იეპესი (84. აჩერბი), საპატა, ანტონინი - ფლამინი, ემანუელსონი, შტრასერი (76. მუნტარი) - რობინიო (54. ნიანგი), ბოიანი, პაცინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული