"ნაპოლი" დასაჯეს: -2 ქულა გუნდს, 6-თვიანი დისკვალიფიკაცია კანავაროსა და გრავას!

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვიტა, "ნაპოლის" ორი ქულა ჩამოაკლოს, პაოლო კანავარო და ჯანლუკა გრავა კი ნახევარი წლით დისკვალიფიკაციით დასაჯოს.

კლუბმა და ფეხბურთელებმა ასეთი სასჯელი დანაშაულის დაფარვისთვის დაიმსახურეს - მათ პოლიციას არ შეატყობინეს მატჩის გარიგების მცდელობის შესახებ ინფორმაცია. საუბარია 2009/2010 წლების სეზონის თამაშზე "სამპდორიასთან".

"ნაპოლის" ყოფილი მეკარის, მატეო ჯანელოს ჩვენების თანახმად, მოთამაშეებმა თამაშის ჩაწყობაზე წინადადება მიიღეს, თუმცა მასზე უარი თქვეს.

აღსანიშნავია, რომ არც კანავარომ და არც გრავამ ჯანელოს ნათქვამი არ დაადასტურეს.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული