კლუბმა და ფეხბურთელებმა ასეთი სასჯელი დანაშაულის დაფარვისთვის დაიმსახურეს - მათ პოლიციას არ შეატყობინეს მატჩის გარიგების მცდელობის შესახებ ინფორმაცია. საუბარია 2009/2010 წლების სეზონის თამაშზე "სამპდორიასთან".
"ნაპოლის" ყოფილი მეკარის, მატეო ჯანელოს ჩვენების თანახმად, მოთამაშეებმა თამაშის ჩაწყობაზე წინადადება მიიღეს, თუმცა მასზე უარი თქვეს.
აღსანიშნავია, რომ არც კანავარომ და არც გრავამ ჯანელოს ნათქვამი არ დაადასტურეს.
მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით