"იუვენტუსი" დავიდ ვილიას მიადგა

AutoSharing Option
ძველი ამბავია, რომ "იუვენტუსის" მესვეურებს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ექსტრა-კლასის ფორვარდის გადაბირება სურთ.

თუმცა, სურთ ერთია და რეალობა მეორე - ბაზარზე თავდამსხმელთა მკვეთრი დეფიციტია და არჩევანი არც ისე დიდია.

თანაც, ტურინელებს ფეხბურთელთან ნახევარწლიანი იჯარის გაფორმება სურთ, რაც თვითონ მოთამაშეებისთვის, ხშირ შემთხვევაში, მიუღებელია. დიდწილად, სწორედ ამის გამო ჩაიშალა "ვეკია სენიორაში" დიდიე დროგბას გადასვლის საკითხი.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ტურინელები შეეშვნენ დროგბას და დავიდ ვილიას მიმართულებით გააქტიურდნენ.

31 წლის ესპანელი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა და ფორმის აღდგენა სურს, "ბარსელონაში" კი თამაშის საშუალება
იშვიათად ეძლევა.

სწორედ ამიტომ ტურინელებს იმედი აქვთ, რომ გარიგება შედგება და ვილია მინიმუმ ნახევარ სეზონს ტურინში გაატარებს.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია და შესაძლოა, ყველაფერი ძალიან მალე გაცხადდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული