კალიარი-იუვენტუსი პარმაში გაიმართება

AutoSharing Option
"ლეგა კალჩოს" მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სერია A-ს მომდევნო ტურში დაგეგმილი "კალიარი"-"იუვენტუსის" პაექრობა ქალაქ პარმაში, "სტადიო ენიო ტარდინიზე" გაიმართება.

საქმე იმაშია, რომ სარდინიაზე, "კალიარის" საშინაო არენის გარშემო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც "ლეგა კალჩოს" შეფასებით, საფრთხეს უქმნის მატჩის მშვიდობიანად ჩატარებას.

კუნძულელები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ შესაბამისი პირები საპირისპიროში დაერწმუნებინათ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ამრიგად, 21 დეკემბერს დაგეგმილი მატჩი პარმაში შედგება და არა სარდინიაზე.

შეგახსენებთ, რომ საშინაო სტადიონთან დაკავშირებით, "კალიარის" გასულ სეზონშიც შეექმნა პრობლემები - მაშინ კლუბის მესვეურები და ქალაქის მუნიციპალიტეტი არენის იჯარაზე ვერ
შეთანხმდნენ და შედეგად, გუნდმა რამდენიმე პაექრობა ქალაქ ტრიესტეში ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული