სებასტიან ჯოვინკო ტურინში ბედნიერია

AutoSharing Option
იყო დრო, სებასტიან ჯოვინკოს "იუვენტუსის" ხსენება არ უნდოდა, დღეს კი ტურინში ბედნიერია და არსად წასვლის სურვილი არ აქვს.

25 წლის შემტევს ანტონიო კონტე ენდობა და ხშირად ათამაშებს ძირითად შემადგენლობაში.

სებას ხელშეკრულებას სეზონის ბოლოს გასდის ვადა და ბუნებრივია, რომ იტალიელი ჟურნალისტები მისი მომავლით დაინტერესდნენ - მოვუსმინოთ ჯოვინკოს:

"ტურინიდან ძალიან ნაწყენი წავსულვარ და დამიფიცებია კიდეც, რომ აქ დამბრუნებელი არ ვიყავი. თუმცა, დრო ყველაფერს კურნავს და დღეს მე "იუვენტუსის" მოთამაშე ვარ.

რაც მთავარია, ძალიან კმაყოფილი ვარ და მინდა, რომ ტურინულ გრანდში კიდევ ძალიან
დიდხანს დავრჩე. ანტონიო კონტე მენდობა, მე კი ვცდილობ, რომ ავანსი კარგი თამაშით გავამართლო.

ხელშეკრულება ჯერ არ გამიხანგრძლივებია, თუმცა დრო ამისთვის კიდევ ბევრი მაქვს - მთავარი სურვილია, მე კი ტურინიდან აბარგებას არ ვაპირებ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული