პატოს "კორინთიანსში" გადასვლამდე ბევრი აღარაფერი აშორებს.
"იმედი მაქვს, რომ პატო-რობინიოს წყვილიდან მხოლოდ ერთი დაგვტოვებს.
ძალიან გული მწყდება ამ სიტუაციაზე, განსაკუთრებით კი, პატო მენანება, რომელიც ნამდვილი ჩემპიონი და ჩვენი კლუბის მთავარი იმედი იყო.
სამწუხაროდ, გამუდმებულმა ტრავმებმა ხელი შეუშალა მას ნიჭის სრულებით გამოვლენაში.
მის თაობაზე წინადადებები მრავლად გვქონდა. არაბული და რუსული კლუბები პატოს სანაცვლოდ 40 მლნ ევროს გვთავაზობდნენ", - აქვეყნებს ბერლუსკონის სიტყვებს იტალიური პრესა.