რომის "ლაციოს" კაპიტანმა ტომაზო როკიმ კლუბის დატოვების შესახებ გამოაცხადა

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" თავდამსხმელმა და კაპიტანმა ტომაზო როკიმ გამოაცხადა, რომ გუნდს ტოვებს.

სავარაუდოდ, 35 წლის ფეხბურთელი კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

"დღეს (1 იანვარს) "ლაციოში" ბოლო ვარჯიში ჩავატარე, თუმცა ჩემი ტრანსფერის დეტალები ბოლომდე გარკვეული არაა და გარიგების დასრულებამდე რამდენიმე საკითხია მოსაგვარებელი.

ასეა თუ ისე, ვტოვებ კლუბს. კიდევ დავბრუნდები თუ არა ოდესმე "ლაციოში"? იმედი მაქვს, ეს გამორიცხული არ იქნება",
- თქვა როკიმ.

ფეხბურთელი რომაულ კლუბში 2004 წლიდან გამოდის. მიმდინარე სეზონში როკიმ "ლაციოს" მაისურით სულ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული