ვალტერ მაცარი: მარიო ბალოტელის იოლად გავუგებდი

AutoSharing Option
მარიო ბალოტელი უკვე 22 წლისაა, მაგრამ მის დაჭკვიანებას აღარ დაადგა საშველი...

იტალიელ ფორვარდს მუდმივი პრომლემები აქვს რობერტო მანჩინისთან და თუ გუნდი არ გამოიცვალა, შეიძლება სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩეს. ბევრჯერ ითქვა იმის შესახებ, რომ მარიოს გადაბირება "მილანის" მესვეურებს სურთ, მაგრამ ფაქტია, რომ ლომბარდიელები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

პირიქით, სილვიო ბერლუსკონიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მარიო "როსონერის" გეგმებში არ შედის. სამაგიეროდ, "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გამოთქვა ბალოტელის გადაბირების სურვილი და შემდეგი განაცხადა:

"სატრანსფერო ბაზარზე უფრო მეტად ვიაქტიურებდით, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ გაძლიერების
რეალურ რესურსს
ვერ ვხედავთ. რამდენიმე სასურველი მოთამაშე მონიშნული მყავს, მაგრამ მათი გადაბირება ურთულესი საქმეა. ერთ-ერთი მათგანი მარიო ბალოტელი გახლავთ, რომლის მანჩესტერული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

თუ ინგლისელები მარიოში კოლოსალურ თანხას არ მოითხოვენ, მის შეძენაზე აუცილებლად დავფიქრდებით. ხასიათი? - ბალოტელის პირისპირ არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ჩემი შეგირდებისგან ვიცი, რომ ძალიან მხიარული და კარგი ადამიანია. კრისტიან მაჯო, მორგან დე სანკტისი და "სკუადრა აძურას" სხვა წევრები მას მხოლოდ დადებითად ახასიათებენ. ვფიქრობ, ყველა ის თვისება მაქვს, რომელიც მასთან მუშაობას და ურთიერთობას გამიადვილებს. სიამოვნებით ვიხილავდი მარიოს "ნაპოლის" მაისურით და მინდა, ეს თვითონაც იცოდეს"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კარლოს ტევესი მარიო ბალოტელის მხარს უჭერს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული