ესეკილ სკელოტო - "ატალანტადან" "ინტერში"?

AutoSharing Option
იტალიური სპორტული პრესის ცნობით, "ინტერის" მესვეურები "ატალანტას" 23 წლის ნახევარმცველის, ესეკილ სკელოტოს გადაბირებით არიან დაინტერესებულნი და ამ მიმართულებით უკვე გადადგეს კიდეც ნაბიჯები.

მილანურ გრანდს ყველაზე მეტად მაინც შუა ხაზში უჭირს და ამ რგოლის გაძლიერებას მასიმო მორატი სერიოზულად აპირებს. სკელოტო არგენტინული წარმოშობის იტალიელია, რომელიც "ატალანტას" ერთ-ერთი ლიდერი და "სკუადრა აძურას" კანდიდატია.

სკელოტოს სანაცვლოდ, მილანელები მზად არიან, ბერგამოში ახალგაზრდა ფორვარდი მარკო ლივაია გაუშვან. თუმცა მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი და "ინტერის" მესვეურები კიდევ 2 მილიონ ევროს ამზადებენ.

თავად სკელოტომ უკვე დააფიქსირა საკუთარი
პოზიცია და განაცხადა, რომ ერთი "ნერაძურიდან" მეორეში დიდი სიამოვნებით გადაბარგდება. იტალიური პრესის ცნობით, ესეკილის გადაბირება ინგლისურ გუნდებსაც სურთ, კერძოდ კი, "ევერტონს" და "ფულჰემს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოფიციალურად: ფედერიკო პელუზო ტურინის "იუვენტუსში" მედშემოწმებას გადის


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული