"უდინეზეს" ფეხბურთელს რასიზმის გამო ერთწლიანი ციხე მიუსაჯეს

AutoSharing Option
ბრაზილიის შტატ სან-პაულუს კრიმინალურმა სასამართლომ იტალიური კლუბი "უდინეზეს" მცველ დანილოს მოედანზე რასისტული გამონათქვამის გამო ერთწლიანი ციხე მიუსაჯა.

ინციდენტი, რომლის გამოც დანილო გაასამართლეს, 2010 წელს, ბრაზილიის თასზე, "პალმეირასისა" და "ატლეტიკო პარანენსეს" შეხვედრაში მოხდა. მაშინ დანილომ, რომელიც "პალმეირასის" ღირსებას იცავდა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელ მონოელუს შეაფურთხა და "მაიმუნი" უწოდა.

დანილოს შეუძლია ციხეს თავი აარიდოს, თუკი სასამართლო დააკმაყოფილებს მის აპელაციას და პატიმრობას 127 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით შეუცვლის. ცნობისთვის, ფეხბურთელი წელიწადში 400 ათას ევროს გამოიმუშავებს.

28 წლის დანილო "უდინეზეში" 2011 წლიდან თამაშობს, სადაც "პალმეირასიდან"
გადმოვიდა. მიმდინარე სეზონში მცველმა თავისი გუნდის ღირსება სულ 25-ჯერ დაიცვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული