პაბლო არმერო "ნაპოლის" შეუერთდა

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლიმ" სატრანსფერო ბაზარზე პირველ წარმატებას მიაღწია...

ლაპარაკია 26 წლის პაბლო არმეროს "უდინეზედან" ნეაპოლში გადაბარგებაზე.

"გაძეტა დელო სპორტი" გვაუწყებს, რომ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და დღეს არმერო სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ხელშეკრულებას გააფორმებს. კონტრაქტი საიჯაროა, თუმცა გამოსყიდვის პერსპექტივით. აღნიშნული ინფორმაცია "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა:

"დიახ, შეთანხმებას მივაღწიეთ და არმერო "ნაპოლიში" გააგრძელებს კარიერას. ყველანაირად ვცდილობთ, რომ გუნდი გავაძლიეროთ და მგონი, გამოგვდის კიდეც. პაბლო უძლიერესი მოთამაშეა, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც
დაცვის მარცხენა ფრთაზე, ისე ნახევარდაცვაში და გარემარბად. მოკლედ, ვალტერ მაცარის უნივერსალური თვისებების ფეხბურთელი დაემატა".

პაბლო არმერო ვალტერ მაცარის ტაქტიკურ მონახაზს, წესით, იდეალურად უნდა მოერგოს, რადგან "უდინეზეშიც" 3-5-2 სქემაში უწევდა ასპარეზობა.

არმერო მარცხენა ფრთაზე კამილო ცუნიგას გაუწევს კონკურენციას, რომელმაც ბოლო პერიოდში მკვეთრად მოუკლო. თუ პაბლო ისევე ათამაშდა, როგორც უდინურ გუნდში, კამილოს ძირითად შემადგენლობაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება... საგულისხმოა, რომ კამილო ცუნიგაც და პაბლო არმეროც კოლუმბიელები არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვალტერ მაცარი: მარიო ბალოტელის იოლად გავუგებდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული