რომაელთა უარი მილანელებს

AutoSharing Option
“მილანის” მესვეურები რომ “რომას” ფეხბურთელების გადაბირებით არიან დაინტერესებულნი, არაერთხელ გაცნობეთ... კერძოდ, ლაპარაკია მარტინ სტეკელენბურგისა და მატია დესტროს ლომბარდიულ გრანდში შესაძლო გადასვლის შესახებ.

ალეშანდრე პატოს გასხვისების შემდეგ “როსონერის” ფორვარდი სჭირდება და დესტროს მიმართ დაინტერესება მილანელებს არც დაუმალავთ.

რაც შეეხება სტეკელენბურგს, ის 35 წლის კრისტიან აბიატის შემცვლელად მოიაზრება, უფრო სწორად კი, მოიაზრებოდა, რადგან რომაელებმა მილანელთა შეთავაზებებს უარით უპასუხეს. ამაზე დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ ისაუბრა:

“მილანელები მატია დესტროს სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გვთავაზობდნენ, მარტინ სტეკელენბურგი კი მარკო ამელიაში უნდა გაგვეცვალა. ამ საკითხზე
ზდენეკ ზემანთან ვისაუბრეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ შეთავაზებაზე უარი უნდა გვეთქვა. 15 მილიონად დესტროზე უკეთესი ფორვარდის შეძენა ძალიან რთულია; თანაც, ის მხოლოდ 21 წლისაა. რაც შეეხება სტეკელენბურგს, მან ნებისმიერ დროს შეიძლება მოუმატოს და ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდეს”
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მილანის" სატრანსფერო გეგმები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული