სერია A. XX ტურის წინ: რა შეიცვლება ლიდერთა მარაქაში?

AutoSharing Option
სერია A-ს XX ტურში გრანდთა დაპირისპირებას ვერ ვიხილავთ, თუმცა მოახლოებული ბატალიების მიმართ ინტერესი ტრადიციულად მაღალია.

მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, დაკარგავენ თუ არა ლიდერები ქულებს და შესაბამისად, როგორც შეიცვლება სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილი.

იქნებ პესკარა მაინც...
მართალია, "პესკარამ" გასულ ტურში სენსაცია მოახდინა და გასვლაზე "ფიორენტინა" დაამარცხა, მაგრამ "ინტერთან" პაექრობაში "დელფინები" ბევრს განწირულად მიაჩნია.

"ნერაძურის" ცუდი დროება უდგას, მიჯრით დაკარგა ქულები და ამ წარუმატებელი სერიის დასასრულებას მილანელები სწორედ დებიუტანტის ძლევით აპირებენ.

ანდრეა სტრამაჩონის დაცვაში აქვს საკადრო პრობლემები, რადგან ჟუან ჟესუსი და ანდრეა
რანოკია
დისკვალიფიცირებულნი არიან, ვალტერ სამუელს კი ტრავმა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაცვის ცენტრში ისევ ესტებან კამბიასო გაირჯება, რომელმაც წინა ტურში ამავე პოზიციაზე ბევრი შეცდომა დაუშვა.

ამ შემთხვევაში, ახალგაზრდა მწვრთნელს დიდი არჩევანი არ აქვს და მისი ამგვარი გადაწყვეტილება გასაგები იქნება. ცალკე თემაა, რომ სამ-კაციანი დაცვის ხაზი, რომელიც სათამაშო პრაქტიკას მოკლებული სილვესტრით, ნახევარმცველი კამბიასოთი და მობერებული კივუთი იქნება დაკომპლექტებული, მილანელებს სიმშვიდის განცდას ნამდვილად არ დაუტოვებს.

"ინტერი" ალბათ სამი ფორვარდით შეუტევს, ტრიო კი ნაცადი იქნება: ანტონიო კასანო, დიეგო მილიტო და როდრიგო პალასიო. მეორე ნახევარში, ერთ-ერთს ალბათ ტომაზო როკი შეცვლის, რომელიც თადარიგში იქნება.

ვნახოთ, დასრულდება თუ არა "ინტერის" წარუმატებელი სერია "პესკარასთან" შეხვედრაში.

სიმტკიცის გამოცდა
საინტერესოა, სად გადის "ლაციოს" შესაძლებლობათა ზღვარი... გააგრძელებს ეს გუნდი პროგრესს და მართლა ჩაებმევა სკუდეტოსთვის ბრძოლაში, თუ პროგრამა მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზურია?

"ატალანტასთან" პაექრობა ამ კითხვაზე სრულყოფილ პასუხს ვერ გასცემს, მაგრამ გარკვეეულ კონტურებს კი გამოკვეთავს. "ბიანკოჩელესტესთვის" ბერგამოელთა სტუმრება დაახლოებით იგივე გამოცდაა, როგორც ფლორენციელებს ჰქონდა გასულ ტურში...
"ფიორენტინამ" "პესკარასთან" მარცხით ლამის სეზონის აღმოჩენის სტატუსი დაკარგა და საყოველთაო ყურადღების ცენტრში მყოფი, უცებ ჩრდილში მოექცა.

მოკლედ, "ლაციო" ან პოზიციებს განიმტკიცებს, ან ტოსკანელთა ბედს გაიზიარებს, ეს კი ნამდვილი ინტრიგაა...

ვლადიმირ პეტკოვიჩი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება "ატალანტასთან" პაექრობას და ამ მხრივ, რომაელებს საწუწუნო არაფერი აქვთ. მიროსლავ კლოზე ჩვეულ პოზიციას დაიკავებს შეტევის წინა ხაზზე, მის უკან კი ერნანესი, გონსალესი, კრისტიან ლედესმა, სტეფანო მაური და სენად ლულიჩი გაირჯებიან.

ამჯერადაც თადარიგში რჩება ანტონიო კანდრევა, რომელიც ბოლო დროს ლულიჩმა გვარიანად შეავიწროვა. დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

სწორება სკუდეტოზე
პაბლო არმეროთი გაძლიერებული "ნაპოლი" საკუთარ "სან პაოლოზე" "პალერმოს" უმასპინძლებს. "რომას" განადგურებით ფრთაშესხმულმა სამხრეთელებმა კვლავ სკუდეტოზე აიღეს სწორება და შესაბამისად, ზემოტივირებულნი არიან.

ამაზე ვალტერ მაცარის სიტყვები მეტყველებს:

"ბევრმა ჩამოგვწერა, მაგრამ "რომასთან" ჯახით კრიტიკოსები ერთიანად გავაჩუმეთ. ჩვენ უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძვით და ამიტომ, ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს.

სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში არნახული კონკურენციაა და ეს მოტივაციას გვმატებს. "პალერმოს" პირველივე წუთებიდან შევუტევთ და იმედია, მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება".

მაცარი ნაცად ტაქტიკას დაეყრდნობა, შეტევის წინა ხაზზე კი გორან პანდევისა და ედინსონ კავანის ტანდემს გაამწესებს. არმერო სავარაუდოდ თადარიგში დარჩება და დიდი ალბათობით, მორე ნახევარში ჩაერთვება თამაშში.

წესით, პაბლომ თანამემამულე კამილო ცუნიგა უნდა შეცვალოს, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება.

კონტე: ტიფოზები აღარ გვაპატიებენ...
"იუვენტუსმა" წინა ტურში სენსაციური მარცხი იწვნია, თუმცა შემდეგ, "მილანთან" სათასო პაექრობაში ხასიათი გამოიკეთა.

ტურინელები ემილიაში ჩადიან, სადაც კერკეტ "პარმას" უნდა ეპაექრონ... ერთი შეხედვით, "ჯალობლუს" დიდი ვერაფერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ფაქტია, რომ რობერტო დონადონის გუნდი საკმაოდ კარგად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილში მაღალი პოზიციაც უჭირავს.

"ენიო ტარდინიზე" წესით დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს, რადგან ორივე მხარეს უაღრესად მოტივირებულნი არიან...

რობერტო დონადონი (პარმა): "წინა ტურში, ტურინელთა მარცხი ჩვენ წისქვილზე ნამდვილად არ ასხავს წყალს, რადგან "იუვენტუსი" დღეს კიდევ უფრო მოტივირებულია, ვიდრე აქამდე იყო.

წარმოიდგინეთ, რამხელა რეზონანსი მოჰყვება "ვეკლია სენიორას" მიჯრით მეორე წაგებას და ბუნებრივია, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ტურინელები ყველაფერს გააკეთებენ.

ჩვენი მხრიდან, ურთულესი მისიის წინაშე ვდგავართ და ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული. თუ სასურველი შედეგის მიღწევა გვინდა, თავზე მაღლა უნდა ავხტეთ და ამას ვაპირებთ კიდეც".

ანტონიო კონტე (იუვენტუსი): "თასზე დიდი ბრძოლა გადავიტანეთ, თუმცა დროა სერია A-ზე გადმოვერთოთ და "პარმასთან" შეხვედრაზე მოვახდინოთ კონცენტრაცია.

მეტოქე სახიფათო გვყავს, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე და ამიტომ, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. კიდევ ერთ წაფიორხილებახ გულშემატკივრები არ გვაპატიებენ და მინდა ეს თითოეულმა შეგირდმა იცოდეს".

ანტონიო კონტე შეტევაში სებასტიან ჯოვინკოსა და ფაბიო კვალიარელას გაამწესებს, შუა ხაზს კი სავარაუდოდ შტეფან ლიხტშტაინერი, პოლ პოგბა, ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი და პაოლო დე ჩელიე გაამაგრებენ.

რაც შეეხება ემილიურ გუნდს, თუ "გაძეტას" ვენდობით, ექს-ტურინელი კარვალიო ამაური თადარიგში დარჩება, "პარმას" თავდასხმის ხაზი კი შემდეგი ტრიოთი დაკომპლექტდება: ბიაბიანი, ბელფოდილი, სანსონე.

შანსი ჯერ კიდევ არის
"მილანს" ჯერ კიდევ აქვს შანსი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს, მაგრამ ამისთვის ისეთი გუნდების დამარცხებაა საჭირო, როგორიც "სამპდორიაა", თანაც გასვლაზეც და სახლშიც...

"როსონერისთვის" გენუაში სტუმრობა მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთი წაფორხილება გუნდს მნიშვნელოვნად დააშორებს ლიდერთა სამეულს.

მასიმილიანო ალეგრი ნაცად ტაქტიკას გამოიყენებს და გუნდს 4-3-3 სქემით განალაგებს. თავდასხმაში სტეფან ელ შაარავი, კევინ პრინს ბოატენგი და რობინიო გაირჯებიან, ბოიან კრკიჩი კი ალბათ მეორე ნახევარში ჩაერთვება თამაშში.

ჯამპაოლო პაცინის დისკვალიფიკაცია აქვს და გენუაში ვერ ითამაშებს.

რაც შეეხება "სამპდორიას", ტურინში გამარჯვების შემდეგ, გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა, რომლის კიდევ უფრო გაუმჯობესება მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთი გრანდის ძლევით იგეგმება. ვნახოთ...

იტალია. სერია A. XX ტური
12 იანვარი
ბოლონია-კიევო 21.00
დისკვალიფიკაცია: მორლეო, გუარენტე - დაინელი.
ტრავმა: ხიმენესი, ნატალი - ფრეი, დრამე.
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +6=7-6, (21-23)

ინტერი-პესკარა 23.45
დისკვალიფიკაცია: რანოკია, ჟუან ჟესუსი - ტონი.
ტრავმა: სტანკოვიჩი, ობი, კასტელაცი, ნაგატომო, კოუტინიო, ალვარესი, სამუელი - კოსიჩი, რომანიოლი.
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=0-0, (3-0)

13 იანვარი
ტორინო-სიენა 15.30
დისკვალიფიკაცია: მაზიელო, გაცი, ვივესი, დარმიანი - ვიტიელო, ტერცი, ანჯელო.
ტრავმა: დიოპი, სანტანა, ოგბონა - ლარონდო.
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +2=6-5, (9-12)

კალიარი-ჯენოა 18.00
დისკვალიფიკაცია: აგაცი, კოსუ, პულგა - იმობილე.
ტრავმა: არიაუდო - ფერონეტი, იანკოვიჩი, ვარგასი.
ბოლო 6 მატჩი
+0=0-6 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +11=5-9, (37-33)

კატანია-რომა 18.00
დისკვალიფიკაცია: ლოდი - გუბერტი, პიანიჩი.
ტრავმა: შაკა, მორიმოტო, ბიაჯანტი, ალვარესი (კატანია).
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +2=6-8, (18-33)

ლაციო-ატალანტა 18.00
ტრავმა: ედერსონი, სტანკევიჩუსი, დიასი - კაპელი, ბელინი, მარილუნგო, ლუკინი.
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +15=7-6, (38-22)

ნაპოლი-პალერმო 18.00
დისკვალიფიკაცია: კანავარო, გრავა - ილიჩიჩი.
ტრავმა: ერნანდესი, მანტოვანი, დონატი (პალერმო).
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +7=4-6, (22-20)

პარმა-იუვენტუსი 18.00
დისკვალიფიკაცია: ბენალოუანე, ლუკარელი (პარმა).
ტრავმა: გალოპა - მარკიზიო, პეპე, კიელინი, ბენდტნერი.
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +8=12-18, (40-64)

უდინეზე-ფიორენტინა 18.00
დისკვალიფიკაცია: ოლივერა (ფიორენტინა).
ტრავმა: ფაბრინი, ბენეტია, ბადუ - აგაცი, კამპორეზე, როსი.
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +10=6-16, (41-53)

სამპდორია-მილანი 23.45
დისკვალიფიკაცია: ბერარდი - პაცინი.
ტრავმა: პოცი, მაქსი ლოპესი, მარესკა - დიდაკ ვილა, მესბა, დე იონგი, ბონერა, იეპესი, მუნტარი, კონსტანტი.
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +9=5-17, (30-54)

სატურნიცო ცხრილი
Sportall.Ge

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ნაპოლი -2, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:
16 - კავანი (ნაპოლი); 14- ელ შაარავი (მილანი); 12 - დი ნატალე (უდინეზე); 10 - კლოზე (ლაციო), ლამელა (რომა), ოსვალდო (რომა); 8 - მილიტო (ინტერი), იოვეტიჩი (ფიორენტინა), პაცინი (მილანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალიის თასი. 1/4-ფინალი: გრანდების დავა ვუჩინიჩმა გადაწყვიტა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული