დე როსის "რომადან" წასვლა სურს

AutoSharing Option
ზდენეკ ზემანი არაპროგნოზირებადი ადამიანია და ეს ყველაფერში ვლინდება... აბა, ვინ იფიქრებდა, თუ გუნდის ერთ-ერთ სიმბოლოს, დანიელე დე როსის თადარიგში გადაისვრიდა, დუბლებიდან დაწინაურებულ ალესანდრო ფლორენცის კი ძირითადში მიანდობდა ადგილს?!

არადა, 29 წლის დე როსი, ფრანჩესკო ტოტისთან ერთად, “რომას” ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა, მაშინ, როდესაც იგივე ფლორენცი მათი გასამრჯელოს მეათედსაც არ იღებს. მოკლედ, დე როსი სათამაშო პრაქტიკის გარეშეა დარჩენილი, რამაც ახალი ცნობების აგორებას დაუდო სათავე... ამბობენ, რომ დანიელეს “რომადან” აბარგება და კარიერის ინგლისში გაგრძელება სურს, სადაც მისი სამსახურით არაერთი გუნდია დაინტერესებულიო. აღნიშნულ საკითხზე
კომენტარი “ჯალოროსის”
გენერალურმა დირექტორმა კლაუდიო ფენუჩიმ გააკეთა:

“დე როსი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე დაიბრუნებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში. მართალია, ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ დე როსის კალიბრის მოთამაშე რომ თადარიგში დიდხანს ვერ დარჩება, ეს ცხადზე უცხადესია. დანიელეს წასვლა უნდა? - ამის შესახებ არაფერი მსმენია და ვერაფერს გეტყვით. დიდი იმედი მაქვს, რომ გავრცელებული ცნობები ჭორია და მეტი არაფერი. დე როსი ნამდვილი რომაელია და მეეჭვება, ოდესმე "ჯალოროსის” დატოვება მოისურვოს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დანიელე დე როსი: "რომადან" ჩემი წასვლა ნამდვილი ტრაგედია იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული