იტალიის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში "ინტერმა" საკუთარ მოედანზე რის ვაივაგლახით აჯობა "ბოლონიას" - 3:2. ფრედი გუარინისა და როდრიგო პალასიოს გოლებს სტუმრებმა ძირითადი დროის ბოლო 10 წუთში ალესანდრო დიამანტისა და მანოლო გაბიადინის ზუსტი დარტყმებით უპასუხეს.
ყველაფერი თითქოს პენალტების სერიისკენ მიდიოდა, მაგრამ ზედ საფინალო სასტვენის წინ ანდრეა რინოკიამ "ნერაძურის" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
"ინტერმა" კვლავაც ბოლომდე იბრძოლა და თავისი ძლიერი სული გამოავლინა. გამარჯვება ფეხბურთელების სიძლიერემ მოგვაპოვებინა, რომლებმაც ეს სავსებით დაიმსახურეს.
ნახევარფინალში გავედით, სადაც "რომა"-"ფიორენტინას" წყვილში გამარჯვებული დაგვიპირისპირდება. სულ ერთია, ვინ მოიგებს, რადგან მონაწილეთა კვარტეტი ყველა შემთხვევაში ძალიან ძლიერი იქნება. აქ თავმოყრილი კლუბები სერია A-ს სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში არიან დამკვიდრებულნი. ეს რაღაცით საკალათბურთო "ოთხთა ფინალს" ჰგავს", - აქვეყნებს სტრამაჩონის ნათქვამს Goal.com.
იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრები 23 იანვარს გაიმართება, საპასუხო კი - 30 იანვარს.