ბოლოს და ბოლოს, ჩაიშალა კაკას ტრანსფერი "მილანში" თუ არა?

AutoSharing Option
"მილანი" იტალიური სპორტული პრესის ყურადღების ცენტრში რჩება.

22 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ კაკას "როსონერიში" გადასვლა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავი იყო. 30 წლის ბრაზილიელის ტრანსფერზე ადრიანო გალიანიმ და სილვიო ბერლუსკონიმ გააკეთეს კომენტარები, თუმცა გვიან ღამით სრულიად საპირისპირო ცნობა გავრცელდა...

მოლაპარაკება ჩაიშალა, კაკა მადრიდში დარჩება და "რეალში" გააგრძელებს კარიერას - ამის შესახებ გამცნეთ. ახლა კი გალიანის მოვუსმინოთ:

"თითქმის შეთანხმებული ვიყავით ყველაფერზე, მაგრამ ტრანსფერი მაინც არ შედგა. რატომ? - პრობლემა ფინანსებშია და უფრო დაკონკრეტების აუცილებლობას ვერ ვხედავ. დღეს არ
გვაქვს იმის საშუალება, რომ ფეხბურთელში მილიონები ვიხადოთ, "რეალის" მესვეურებს კი დათმობაზე წასვლა არ სურთ. კაკას გადაბირება ძალიან გვინდოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საქმე არ გამოდის".

იტალიელ ჟურნალისტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს საქმე ასე იოლად არ დასრულდება და კაკა მაინც გადავა "მილანში". საქმე იმაშია, რომ მილანელები და მადრიდელები ტრანსფერის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. "როსონერის" მესვეურებს ნახევარწლიანი იჯარის გაფორმება სურდათ გამოსყიდვის პერსპექტივით, ესპანელებს კი აქედანვე სრულფასოვანი ტრანსფერი უნდოდათ.

ფლორენტინო პერესმა
ოთხი წლის წინ კაკა 60 მილიონ ევროდ გაყიდა და როგორც ჩანს, მისი უკან უსასყიდლოდ დაბრუნება მეტისმეტად მიიჩნია.

თუმცა, ამბობენ, რომ მოლაპარაკება ჯერ კიდევ გრძელდება და მაინც არის შანსი, შეთანხმება შედგეს. რაც უნდა იყოს, რიკარდო "რეალს" დღეს უფრო ტვირთად აწევს, ვიდრე სარგებელი მოაქვს და მასთან განშორება ესპანელთა ინტერესებშიც უნდა შედიოდეს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არშემდგარი ტრანსფერები: კაკა და მარიო ბალოტელი "მილანში" არ მიდიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული