ზდენეკ ზემანი: "ინტერისთვის" პირველ ტაიმში ოთხი გოლის გატანა შეგვეძლო [VIDEO]

AutoSharing Option
23 იანვარს "რომამ" საკუთარ არენაზე იტალიის თასის ნახევარფინალური სტადიის პირველ მატჩში მილანის "ინტერის" 2:1 დამარცხება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში სამივე გოლი პირველ 45 წუთში გავიდა.

მასპინძელთაგან გატანილი გოლებით ალესანდრო ფლორენცი და მატია დესტრო გამოირჩნენ, მილანელთაგან კი ერთადერთი გოლი როდრიგო პალასიომ შეაგდო.

VideoSportall.Ge
რომა - ინტერი 2:1


შეხვედრის შემდეგ დედაქალაქური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზდენეკ ზემანმა კომენტარი გააკეთა:

"პირველ ტაიმს ზედმეტად დიდი ენერგია შევალიეთ და ცოტა არ იყოს, გამოვიფიტეთ. ვცდილობდით, კიდევ გაგვეტანა, მაგრამ ეს ვეღარ შევძელით.

გამოვარჩევდი ერიკ ლამელას თამაშს, რომელმაც მუხლჩაუხრელად
იშრომა და სამი საგოლე მომენტიც შექმნა, რაც თავდამსხმელისთვის ბრწყინვალე შედეგია, თუმცა, სამწუხაროდ, მათი დაგვირგვინება ვერ შეძლო.

გვაქვს უპირატესობა, რომელსაც საპასუხო მატჩში გამოვიყენებთ. არადა, პირველ ტაიმში ყველაფერს ისე კარგად ვაკეთებდით, შეგვეძლო, ანგარიში 4:0 გაგვეხადა",
- აქვეყნებს ზემანის ნათქვამს Football Italia.

"რომასა" და "ინტერს" შორის საპასუხო შეხვედრა ზუსტად ერთი კვირის შემდეგ მილანში, "სან-სიროზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული