კრისტიან ძაკარდო მილანელია

AutoSharing Option
რიკარდო კაკას და მარიო ბალოტელისა რა გითხრათ და კრისტიან ძაკარდო კი ნამდვილად "მილანელია".

საბოლოოდ გადაწყდა, რომ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი კარიერას ლომბარდიულ გრანდში გააგრძელებს. 31 წლის მცველს ადრე უფრო მარჯვენა ფლანგზე უწევდა თამაში, დღეს კი უფრო ხშირად ცენტრალური მცველის ფინქციებს ასრულებს.

მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, ფლანგის მცველები ასაკში რომ ვეღარ დარბიან და ცენტრში შედიან. ძაკარდომ "მილანთან" 2017 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, კარიერასაც ამ გუნდში დაასრულებს.

და რა მიიღო სანაცვლოდ "პარმამ"? - მილანელები რომ ფულს არ გადაიხდიდნენ,
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, სამაგიეროდ, ემილიაში ერთბაშად ორი ფეხბურთელი გაუშვეს: ჯამელ მესბა და როდნი შტრასერი.

28 წლის მესბამ "პარმასთან" სრულფასოვანი ხელშეკრულება გააფორმა და "ჯალობლუს" ბედი 2017 წლამდე დაუკავშირა, 23 წლის როდნი კი ემილიაში იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე წავიდა.

ამასობაში, "მილანთან" დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, გუნდს მალე ინაციო აბატე დატოვებს.

თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მილანელები სანკტ პეტერბურგის "ზენიტის" მესვეურებს უკვე შეუთანხმდნენ და გარიგებაც შემდგარია. ამჟამად, რუსები თავად ფეხბურთელთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს და წესით, არც აქ უნდა შეიქმნას რაიმე პრობლემა.

26 წლის ინაციო ახალგაზრდა მცველმა მატია დე შილიომ შეავიწროვა, ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო და მისი "როსონერიდან" აბარგების თემაც სწორედ აქედან დაიძრა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იგნაციო აბატეს თამაში გენუის "სამპდორიასთან" შეხვედრაში საეჭვოა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული