მარიო ბალოტელიმ "მილანთან" პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა

AutoSharing Option
29 იანვარს, საღამოს, "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ "მილანთან" პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა - ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფორვარდი წლიურ ანაზღაურებას – 4 მილიონ ევროს დათანხმდა. ბონუსებთან ერთად, თანხა გაიზრდება.

როგორც ვარაუდობენ, ბალოტელის "მილანში" გადაბარგება უკვე უახლოეს საათებში დადასტურდება. გარიგების ფასი კი 20-იდან 23 მლნ ევრომდე განისაზღვრება.

Goal.com-ის ცნობით კი, იტალიის ნაკრების თავდამსხმელი 28 იანვარს უკვე გამოემშვიდობა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს. საიტის ცნობით, ფეხბურთელი მილანში უნდა გაემგზავროს სამედიცინო შემოწმების გასავლელად.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰ დაღუპავს მილანს
dato
10:10 30-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული