ახალი კონტრაქტი სტეფან ელ შაარავის

AutoSharing Option
ბოლო დღეებში, აქტიურად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ სტეფან ელ შაარავის გადაბირებით "მანჩესტერ სიტის" მესვეურები არიან დაინტერესებულნი.

როგორც ჩანს, "მილანის" ხელმძღვანელებზე ამან გარკვეული გავლენა მოახდინა, რადგან 29 იანვარს 20 წლის ფორვარდს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს. დიახ, სრულიად მოულოდნელად, "პატარა ფარაონმა" ახალი ხელშეკრულება მიიღო, რომელიც 2018 წლამდეა გათვლილი.

არადა, ელ შაარავიმ "მილანთან" კონტრაქტი ზაფხულში გაახანგრძლივა და ლომბარდიულ გრანდს ბედი 2017 წლამდე დაუკავშირა. ანუ კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლით გახანგრძლივდება, საგულისხმო კი ისაა, რომ ელ შაარავი უფრო მეტს მიიღებს ხელფასის სახით, ვიდრე მოქმედი კონტრაქტით
ეკუთვნის. როგორც "კორიერე დელო სპორტი" აცხადებს, სტეფანი კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.

აქვე ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, ელ შაარავი სეზონში 800 000 ევროს იღებდა, რაც თანამედროვე ფეხბურთში არცთუ დიდი თანხაა. ევროპული ფეხბურთის გრანდები თავიანთ ვარსკვლავებს სეზონურად რამდენიმე მილიონსაც ხშირად უხდიან და როგორც ჩანს, მილანელებიც ამან აანერვიულა.

წარმოიდგინეთ, "მანჩესტერ სიტის" მესვეურებმა სტეფანს წელიწადში 6 მილიონი რომ შესთავაზონ, რაც მის დღევანდელ ხელფასზე 6-ჯერ მეტია... მოკლედ, ლომბარდიელებმა მყისვე გაამზადეს ახალი კონტრაქტი, მაგრამ რამდენით მოემატება ელ შაარავის ხელფასი, ჯერჯერობით უცნობია.

ოპტიმისტი მონტოლივო
ამასობაში პრესასთან გასაუბრება რიკარდო მონტოლივომ განიზრახა და მეტად ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა:

"როდესაც "მილანში" გადმოვბარგდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. გუნდი კრიზისში იყო და ეს სატურნირო ცხრილზეც შესაბამისად აისახებოდა. საბედნიეროდ, ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ და აშკარად ვგრძნობ, რომ აღმავლობის გზას დავადექით. უკვე გუნდი ვართ, რომელიც იოლად არავის არაფერს უთმობს. შედეგებიც გამოსწორდა და სატურნირო ცხრილშიც წინ წავიწიეთ. ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრაა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სტეფან ელ-შაარავი: კარიერაში ხელი ეკონომიკურმა კრიზისმა წამაშველა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული