დიახ, მარიო ბალოტელი მილანში დაბრუნდა, უბრალოდ, სხვა გუნდში და 31 იანვარს მას "მილანში" დებიუტიც ექნება ქალაქ ბრეშას სამოყვარულო კლუბთან.
"სან სიროს" მიმდებარე მაღაზიები უცბად ცარიელდება ბალოტელის 9-ნომრიანი მაისურებისგან. ისინი უკვე ათასობით შეისყიდეს "მილანის" ფანებმა, მაგრამ...
ბალო თავისი საყვარელი 9-იანით ვერ ითამაშებს!
მართალია, პატომ დატოვა "მილანი" და "კორინთიანსში" გადავიდა, მაგრამ სერია A-ს თავისი წესები აქვს და ერთი ნომერი სეზონის ბოლომდე კლუბში მხოლოდ ერთ ფეხბურთელზეა განპირობებული.
ასე რომ, იტალიის ნაკრების
ბალოტელი, ალბათ, ივან სამორანოს მიბაძავს, რომელსაც "ინტერში" საყვარელი 9-იანი არ შეხვდა და 18-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. უბრალოდ, ერთიანსა და 8-იანს შორის + დაუსვა. 4+5-იც, მოგეხსენებათ, 9-ს უდრის.
აი, რას ამბობს რობერტო მანჩინი ბალოტელის ტრანსფერზე: "ჩვენ ძალიან ვწუხვართ, ის "სიტის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია და მაგარი შანსი აქვს, დიდ კლუბში თავი გამოიჩინოს და გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი".
მანჩინი გამორიცხავს, რომ ბალოტელის ტრანსფერის მიზეზი თავადაა - "არა, არა, მარიო ჩემთვის კიდევ ერთი შვილივით არის, რომელიც ხანდახან მაცოფებს. ტრანსფერი კი ასე შედგა: კლუბში მითხრეს, რომ "მილანს" სურდა ბალოტელის ყიდვა. მე ველაპარაკე მარიოს და მივხვდი, რომ წასვლა სურდა".
ასე გამოიყურება "გაძეტა დელო სპორტის" პირველი გვერდი. დიდებულია!
მარიო ბალოტელის მაისურები ინტენსიურად იყიდება
ასე იწყებოდა... რობერტო მანჩინიმ კიდევ კარგა ხანს გაუძლო ჭირვეულ თანამემამულეს.
ეს ჯერ კიდევ "მანჩესტერ სიტის" ფორმაა (საგარეო), თუმცა თითქმის იდენტურია მილანურის.
ბალო საყვარელი 9-იანით ნაკრებში თუ თამაშობს
ბალო "ინტერშიც" 45 ნომერი იყო. მან "განსაკუთრებული" ლამის ჭკუიდან შეშალა, სანამ ამ უკანასკნელმა არ მოიშორა.
ივან სამორანოს "ინტერში" 9-იანი ვერ შეხვდა და ჩილელმაც ხერხი იხმარა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მარიო ბალოტელიმ "მილანთან" პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა