ზდენეკ ზემანი: სანამ "რომაში" ვმუშაობდი, ყველანაირად ვცდილობდი

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში შინ "კალიარისთან" 2:4 მარცხი აღარ აბატიეს "რომას" ჩეხ თავკაც ზდენეკ ზემანს და ის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

დროებით, "რომას" სამწვრთნელო შტაბის წევრი აურელიო ანდრეაძოლი გაწვრთნის.

შეგახსენებთ, რომ "რომას" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ფრანგი ლორან ბლანია.

65 წლის ზემანმა "რომა" 2012 წელს ჩაიბარა, 34 ქულით რომა მხოლოდ მერვეა ჩემპიონატში.

"იუვენტუსის" ყოფილი გენერალური მენეჯერი ლუჩანო მოჯი და ზემანი დიდი ხნის მტრები არიან. საინტერესოა, მოჯის აზრი ზემანის გაგდებაზე:

"სამწუხაროდ, ასეთი იყო ზემანის გზა. მე ამ ყველაფრის პროგნოზირება დიდი ხანია შემეძლო. შედეგები ყველაფერზე
თავად მეტყველებენ. ზემანი და დირექტორი ფრანკო ბალდინი მხოლოდ მორიგ კალჩოპოლიზე ოცნებობენ, რომ ჩემპიონატის ცხრილი კიდევ ერთხელ ამოატრიალონ. მეტი მათ არ შეუძლიათ არაფერი"
.

თავად ზემანმა კი "რომას" გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა: "ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს ძალებს არ აღემატება".

ასევე იხილეთ:
ზდენეკ ზემანი: ერთი ცუდი მატჩის გამო თანამდებობას არ დავტოვებ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული