"ნაპოლის" ბოსი: ედინსონ კავანის გაყიდვა არ მინდა, მაგრამ... 63 მილიონი დიდი ფულია

AutoSharing Option
ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ზაფხულში ედინსონ კავანის სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტის" მესვეურები 63 მილიონ ევროს გადაიხდიან. 25 წლის ურუგვაელი ფორვარდის საბაზრო ღირებულება სწორედ ამდენია და ეს თანხაც აქედანაა აღებული. გასულ ზაფხულს ინგლისელებმა ნეაპოლელებს 50 მილიონი შესთავაზეს, რაზეც აურელიო დე ლაურენტისმა უარი განაცხადა.

იტალიური კლუბის პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ კავანის მხოლოდ კონტრაქტში გათვალისწინებული თანხის სანაცვლოდ გაყიდის და ეს თანხა სწორედ 63 მილიონია. ახალმა ინფორმაციამ დე ლაურენტისამდეც მიაღწია და ამ თემაზე საგანგებო კომენტარი გააკეთა:

"გასულ ზაფხულს 50 მილიონზე უარი
განვაცხადე და მაშინვე ვთქვი, რომ ედინსონის ფასი 63 მილიონი ევროა. კავანი მიყვარს, როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი. ასე რომ, მისი გასხვისების არავითარი სურვილი არ მაქვს. თუ ედინსონის ხელფასს და პლუს საკონტრაქ
ტო ვალდებულებებს გავითვალისწინებთ, კლუბს ერთიანად მოუწევს 70 მილიონი ევროს გადახდა და თუ ამაზე ვინმე დათანხმდება, ალბათ, ტრანსფერი შედგება. ეს ის თანხაა, რომლითაც სრულიად ახალი გუნდის გაკეთება შეიძლება და ასეთ შემთხვევაში, თუნდაც საუკეთესო ფეხბურთელის წასვლის არ უნდა შეგვეშინდეს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კავანის გასხვისების სურვილი არ მაქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ედინსონ კავანი: "იუვენტუსზე" მეტად სკუდეტოს მოგება ჩვენ გვინდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული