მარკო ვან ბასტენი: "მილანის" მწვრთნელობა მსურს

AutoSharing Option
ჰოლანდიური "ჰეერენვეენის" მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული მარკო ვან ბასტენი "მილანის" გაწვრთნაზე ოცნობებს და ამას ღიად აფიქსირებს. 48 წლის სპეციალისტი იტალიელ ჟურნალისტებს გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"იტალიაში მუშაობა ჩემი ოცნებაა და თუ ერთ მშვენიერ დღეს "მილანი" ჩავიბარე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ექნება. ამას სრულიად გულწრფელად ვამბობ და ვიცი, რომ გულშემატკივრები სწორად გამიგებენ. ამასთან, მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს მასიმილიანო ალეგრისთან და მას წარმატებები მინდა ვუსურვო.

მიუხედავად იმისა, რომ კალჩოს პრობლემები მოეძალა, სწორედ იტალიაში მსურს საკუთარი თავის გამოცდა. პრობლემებში რას ვგულისხმობ? - გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ
სკანდალებს, მსაჯების მოხშირებულ შეცდომებს, მოძველებულ სტადიონებს და შესაბამისად, გულშემატკივართა სიმცირეს. როდესაც "მილანში" ვთამაშობდი, ყველა სტადიონი პირთამდე ივსებოდა, დღეს კი სხვა ვითარებაა. მოკლედ, კალჩოს პრობლემები არ აკლია, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარკო ვან ბასტენი: პეპ გვარდიოლას პერიოდის ”ბარსელონა” ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული