სერია A. XXIV ტურის წინ: იები ბებერი ქალბატონისთვის

AutoSharing Option
შაბათს გასამართიც საკმარისია იმისთვის, რათა ვთქვათ, რომ XXIII ტური ბევრ საინტერესოს გვპირდება.

"იუვენტუსი" "ფიორენტინას’ უმასპინძლებს, "ლაციოს" კი "ნაპოლი" ესტუმრება - ეს იმას ნიშნავს, რომ ცხრილის ზედა ნაწილში ბევრი რამე შეიცვლება...

კონტეს პრობლემები
ანტონიო კონტეს კვლავაც პრობლემები აქვს დაცვის ხაზში, სადაც ისევ უნდა დაიხმაროს ნომინალური ნახევარმცველი ლუკა მარონე. ამასთან, მარცხენა ფრთაზე უნდა გაისარჯოს მემარჯვენე მარტინ კასერესი.

ამ ფონზე კიდევ უფრო გაუმართლებელი ჩანს "იუვეს" მწვრთნელთა მხრიდან ლუსიოს სრული იგნორი და შემდეგ მისი გუნდიდან გაშვება.

9 თებერვალს, ბრაზილიელი მცველი ტურინულ გრანდს ნამდვილად გამოადგებოდა.

კლაუდიო მარკიზიო
ახალი გამოჯანმრთელებულია და ალბათ თადარიგში იქნება, მის ადგილს კი შუა ხაზში პოლ პოგბა დაიკავებს. მართალია, კვადვო ასამოამ აფრიკის ეროვნებათა თასზე ასპარეზობა დაასრულა, მაგრამ ჯერ ტურინში არ დაბრუნებულა და შესაბამისად, ფლორენციელებთან ჯახს გამოტოვებს.

შეტევის წინა ხაზზე მირკო ვუჩინიჩს და ალესანდრო მატრის ვიხილავთ, ნიკოლას ანელკა კი ალბათ მეორე ტაიმში გამოჩნდება მინდორზე.

ფლორენციელებს კრიზისი აქვთ და რთული დროების დასაძლევად ტურინში წარმატების მიღწევა კარგი სტიმული იქნებოდა. ფრე წარმატებად ჩაითვლება, რაზეც ვინჩენცო მონტელას სიტყვები მეტყველებს:

"ურთულესდი მატჩი გველის და იმედია, ტურინიდან ხელმოცარულნი არ დავბრუნდებით. "იუვე" შეგვიტევს, თუმცა არც ჩვენ ჩავდგებით დაცვაში. იქნება თუ არა ფრე მისაღები შედეგი? - თავის მოტყუებას არ ვაპირებ, დიახ, იქნება"
.

"იუვენტუსის" და "ფიორენტინას" დაპირისპირება ტრადიციულად პრინციპულ ხასიათს ატარებს, გულშემატკივართა შორის კი განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა, რაც რობერტო ბაჯო ფლორენციიდან ტურინში გადაბარგდა, ეს კი შორეულ 1990 წელს მოხდა.

მოკლედ, "იუვეს" ახალ არენაზე ჩამოცხება...

სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - მარონე, ბარცალი, კასერესი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, პოგბა, დე ჩელიე - ვუჩინიჩი, მატრი.
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონკალია, გონსალო, სავიჩი - კუადრადო, რომულო, პისარო, ბორხა ვალერო, პასკუალი - იოვეტიჩი, ტონი,

კლოზეს გარეშე
არანაკლებ საინტერესო მატჩი გაიმართა რომში, სადაც "ლაციო" "ნაპოლის" უმასპინძლებს. ერთმანეთს სატურნირო ცხრილში მეორე და მესამე ადგილზე მყოფი გუნდები ხვდებიან და როგორც ასეთ დროს ამბობენ, სასწორზე ექვსი ქულა დევს.

რომაელებს მიროსლავ კლოზე ჰყავთ დაშავებული და ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდად სერჯო ფლოკარი ეყოლებათ. განაცხადში იქნება ლუის საა, რომელმაც შესაძლოა სადებიტო შეხვედრა გამართოს "ბიანკოჩელესტეს" შემადგენლობაში.

"არწივებს" მიჯრით ორი მატჩი აქვთ წაგებული და კიდევ ერთი წარუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლოა სამეულშიც დაკარგონ ადგილი. ვლადიმირ პეტკოვიჩი შეგირდებს ამხნევებს და ბრძოლისკენ მოუწოდებს.

ვალტერ მაცარი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება პრინციპულ პაექრობას. მარეკ ჰამშიკი, გორან პანდევი, ედინსონ კავანი სრულ მზადყოფნაში არიან და თუ საჭირო გახდა, ლორენცო ინსინიეც ჩაერთვება თამაშში.

დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება და დაველოდოთ ამ საინტერესო პაექრობას.

სავარაუდო შემადგენლობები
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი, რადუ - კანდრევა, გონსალესი, ლედესმა, ერნანესი, მაური - ფლოკარი.
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - გამბერინი, კანავარო, ბრიტოსი - მაჯო, ბერამი, ინლერი, ცუნიგა - ჰამშიკი - პანდევი, კავანი.

"კალიარი"-"მილანი" ტურინში
"კალიარიმ" ვერაფრით მოაგვარა სტადიონის პრობლემა და პერიოდულად ნეიტრალიურ მოედანზე უწევს საშინაო მატჩების ჩატარება. ამ მიზეზით, სარდინიელებმა რამდენჯერმე ქალაქ ტრიესტეს არენით ისარგებლეს, ერთხელ პარმას "ენიო ტარდინი" გამოიყენეს, ამჯერედ კი მეტოქეს ტურინში, "სტადიო ოლიმპიკოზე" "უმასპინძლებენ".

არადა, "კალიარის" თვით "მილანი" სტუმრობს, რომელიც აღმავლობის გზას ადგას.

მოკლედ, "როსონერის" აშკარად გაუმართლა - მილანელებს გაცილებით მოკლე გზის გავლა მოუწევთ, ვიდრე სარდინიელებს და მასიმილიანო ალეგრის გუნდს ამ მხრივაც ექნება უპირატესობა.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, "მილანი" ტრადიციული 4-3-3 ტაქტიკით გაირჯება, შეტევაში კი ახალგაზრდული ტრიო იმოქმედებს მბიაე ნიანგის, სტეფან ელ შაარავის და მარიო ბალოტელის შემადგენლობით.

სუპერ-მარიო ყურადღების ცენტრში რჩება და ვნახოთ, რას გააწყობს სარდინიელთა წინააღმდეგ.

იტალია. სერია A. XXIV ტური
9 თებერვალი
იუვენტუსი-ფიორენტინა 21.00
დისკვალიფიკაცია: ბონუჩი - აკვილანი, მილიაჩო.
ტრავმა: კიელინი, პეპე, ბენდტნერი - ფერნანდესი, კამპორეზე, როსი, აგაცი.
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +17=13-4, (55-35)

ლაციო-ნაპოლი 23.45
დისკვალიფიკაცია: ჯემაილი (ნაპოლი).
ტრავმა: ედერსონი, კლოზე, ბროკი (ლაციო).
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +12=6-7, (41-28)

10 თებერვალი
პარმა-ჯენოა 15.30
დისკვალიფიკაცია: როზი, მარკიონი (პარმა).
ტრავმა: გალოპა, სანტაკროჩე, მირანტე - იანკოვიჩი, ვარგასი, ფლორო ფლორესი.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +4=6-3, (19-15)

ატალანტა-კატანია 18.00
ტრავმა: კაპელი, ჩიგარინი, ბელინი, ლუკინი, ფერი, მარილუნგო - შაკა.
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +3=7-5, (12-15)

ბოლონია-სიენა 18.00
დისკვალიფიკაცია: პაჩი, ვიტიელო, ტერცი.
ტრავმა: ნატალი - პოცი.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3=5-3, (11-12)

კალიარი-მილანი 18.00
დისკვალიფიკაცია: ნაინგოლანი, აველარი - მონტოლივო.
ტრავმა: ნენე - მექსე, დე შილიო, ბონერა, ამბროზინი, დე იონგი.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +2=8-19, (22-48)

პალერმო-პესკარა 18.00
დისკვალიფიკაცია: მიკოლი (პალერმო).
ტრავმა: ერნანდესი, მანტოვანი - ვივესი, ტონი.
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +2=0-1, (4-2)

სამპდორია-რომა 18.00
დისკვალიფიკაცია: გუბერტი, პანაიოტისი (რომა).
ტრავმა: პალომბო - ბალცარეტი, დესტრო.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +7=10-14, (14-31)

უდინეზე-ტორინო 18.00
დისკვალიფიკაცია: ლაცარი, დანილო (უდინეზე).
ტრავმა: ბრკიჩი, ბადუ - ოგბონა, დიოპი.
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +8=5-4, (18-14)

ინტერი-კიევო 23.45
დისკვალიფიკაცია: გუარინი, კივუ.
ტრავმა: კასტელაცი, სამუელი, კივუ, მუდინგაი - სარდო, დრამე, სტოიანი.
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +13=5-3, (38-22)

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 18 - კავანი (ნაპოლი); 15 - ელ შაარავი (მილანი); 14 - დი ნატალე (უდინეზე); 11 - ოსვალდო (რომა); 10 - კლოზე (ლაციო), ლამელა (რომა), პაცინი (მილანი), ჯილარდინო (ბოლონია); 9 - ჰამშიკი (ნაპოლი), იოვეტიჩი (ფიორენტინა); 8 - მილიტო (ინტერი), ერნანესი (ლაციო), საუ (კალიარი), ტოტი (რომა), დენისი (ატალანტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. XXIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: სუპერმარიოს სუპერდებიუტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული