"ინტერი": სტანკოვიჩი - კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი

AutoSharing Option
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ 34 წლის დეიან სტანკოვიჩი მწყობრში ჩადგა და სერია A-ს უკანასკნელ ტურში "კიევოს" წინააღმდეგ ითამაშა. ის მატჩი “ინტერმა” დამაჯერებლად მოიგო, რასაც ვეტერანი სერბის დაბრუნებაც დაემატა და რა გასაკვირია, რომ “ჯუზეპე მეაცაზე” შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. დეიანი მილანური გრანდის ტიფოზებს განსაკუთრებულად უყვართ და მისი მისამართით ტრიბუნებიდან ხშირად სიმღერებიც ისმის. ასე იყო კვირასაც, რამაც ბალკანელი შუახაზელი ძალიან გაახარა:

"ძალიან მძიმე პერიოდი გადავიტანე, რომელიც ყოველთვის ცუდად გამახსენდება. ფაქტობრივად, თვეები ვიყავი უქმად და ერთი ხანობა სულაც კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი. საშინელი შეგრძნებაა, როდესაც გუნდს
ვერაფრით ეხმარები, მით უმეტეს, კრიზისის პერიოდში. ვარჯიში უკვე განვაახლე, "კიევოსთან" ვითამაშე კიდეც და თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი ჩამომეხსნა. ისევ გუნდის ნაწილი ვარ და ეს ძალიან მახარებს. დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე სეზონს მაჟორულ ნოტაზე დავასრულებთ. ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოვიპოვოთ, რაც სავსებით ხელგვეწიფება. განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ჩემი მისამართით უდიდესი სითბო გამოხატეს. ეს ყველაზე დიდი სტიმულია და ვეცდები, ნდობა გავამართლო"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დეიან სტანკოვიჩი მოედანს შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაუბრუნდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული