"რომა": ლიპი "მგლების" სათავეში?

AutoSharing Option
არ წყდება საუბრები "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზდენეკ ზემანის შესაძლო შემცვლელებთან დაკავშირებით... "კორიერე დელო სპორტმა" ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ზაფხულში რომაულ გუნდს შესაძლოა იტალიის ნაკრების ორგზის მწვრთნელი მარჩელო ლიპი ჩაუდგეს სათავეში. 64 წლის სპეციალისტი ამჟამად ჩინეთში მუშაობს, სადაც მას იტალიელი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ - მოვუსმინოთ მაესტროს:

"რომიდან არავინ შემხმიანებია, თუმცა გავიგე, რომ "ჯალოროსის" მესვეურები ჩემით არიან დაინტერესებულნი. თუ ეს მართლაც ასეა, გამოვლენ კიდეც კონტაქტზე და ყველაფერი გაცხადდება. ისე კი, ჩინეთში კარგად ვგრძნობ თავს და ზაფხულამდე გარემოს გამოცვლაზე არც კი ვიფიქრებ.
აი, შემდეგ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არ გამოვრიცხავ, რომ რომაელებთან მოლაპარაკება მართლაც დავიწყო. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ყველაფერი გაირკვევა
".

ამასობაში "ჯალოროსის" ყოფილი ფეხბურთელი და ლეგენდა ბრუნო კონტი "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტს ესაუბრა და თავისი გულისნადები გაანდო:

"როდესაც საყვარელ გუნდს ასეთ დღეში ვხედავ, ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები. საშინელებაა, როდესაც უყურებ, თუ როგორ იოლად ამარცხებენ გუნდს, რომელიც სულ ახლო წარსულში მუდმივად სკუდეტოსთვის იბრძოდა. ვერ გეტყვით, რამ განაპირობა ასეთი კრიზისი, მაგრამ ერთი ფაქტია: გუნდში ძირეული ცვლილებებია მოსახდენი. ზაფხულში მაღალი კლასის ფეხბურთელთა დამატებაა საჭირო, მაგრამ ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ამის გაკეთება ურთულესი იქნება. ვის უნდა იმ გუნდში ასპარეზობა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობს? არადა, სერია A-ს სამეულში მოხვედრა უკვე გამორიცხულია. მოკლედ, რთული ვითარებაა და ამ ყველაფერს მშვიდად ვერ ვუყურებ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარჩელო ლიპი: "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი არაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული