"რომიდან არავინ შემხმიანებია, თუმცა გავიგე, რომ "ჯალოროსის" მესვეურები ჩემით არიან დაინტერესებულნი. თუ ეს მართლაც ასეა, გამოვლენ კიდეც კონტაქტზე და ყველაფერი გაცხადდება. ისე კი, ჩინეთში კარგად ვგრძნობ თავს და ზაფხულამდე გარემოს გამოცვლაზე არც კი ვიფიქრებ.
ამასობაში "ჯალოროსის" ყოფილი ფეხბურთელი და ლეგენდა ბრუნო კონტი "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტს ესაუბრა და თავისი გულისნადები გაანდო:
"როდესაც საყვარელ გუნდს ასეთ დღეში ვხედავ, ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები. საშინელებაა, როდესაც უყურებ, თუ როგორ იოლად ამარცხებენ გუნდს, რომელიც სულ ახლო წარსულში მუდმივად სკუდეტოსთვის იბრძოდა. ვერ გეტყვით, რამ განაპირობა ასეთი კრიზისი, მაგრამ ერთი ფაქტია: გუნდში ძირეული ცვლილებებია მოსახდენი. ზაფხულში მაღალი კლასის ფეხბურთელთა დამატებაა საჭირო, მაგრამ ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ამის გაკეთება ურთულესი იქნება. ვის უნდა იმ გუნდში ასპარეზობა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობს? არადა, სერია A-ს სამეულში მოხვედრა უკვე გამორიცხულია. მოკლედ, რთული ვითარებაა და ამ ყველაფერს მშვიდად ვერ ვუყურებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მარჩელო ლიპი: "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი არაა