"ლაციო": იქნებ ზაფხულში მაინც...

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულში "ლაციოს" მესვეურები მაურო სარატეს ტრანსფერზე დააყენებენ და შეეცდებიან, 25 წლის შემტევი რაც შეიძლება სარფიანად გაყიდონ. ამის თაობაზე თვითონ ფეხბურთელის პირადმა აგენტმა ისაუბრა:

"რომაული კლუბის მესვეურებს ველაპარაკე და ვიცი, რომ მაუროს გასხვისებას აპირებენ. ისიც მითხრეს, რომ იოლად არ შეელევიან და მინიმუმ 15 მილიონ ევროს მოითხოვენ. ეს ბუნებრივიც არის, რადგან სარატე უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და მას უფასოდ არავინ გაუშვებს. თავად მაუროს სურვილია, რომ ამბიციურ, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდში გადავიდეს".

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ სარატეს
გადაბირება "ფიორენტინას" მესვეურებს სურთ და რომაელებთან მოლაპარაკების დაწყებას აპირებენ... ამასთან დაკავშირებით აგენტმა შემდეგი განაცხადა:

"ფლორენციული კლუბის ხელმძღვანელებს მაუროს იჯარის წესით აყვანა სურდათ, რადგან 15 მილიონ ევროს, უბრალოდ, ვერ გადაიხდიდნენ. თუ "ვიოლამ" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, შეიძლება შეიცვალოს კიდეც ვითარება, მაგრამ უკვე დახურულ სატრანსფერო ფანჯარაში ეს გამორიცხული იყო - მათ ჯუზეპე როსი გადაიბირეს და მთელი ბიუჯეტი ამოწურეს. რადგან რომაელებს იჯარის გაგონებაც კი არ სურთ, ეს ვარიანტი ჯერ მაინც ძალიან სათუოა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სარატე: ამ ქულას "ინტერისთვის" მნიშვნელობა ექნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული