"ნაპოლი": როლანდო - მთავარი ფული არაა

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ნაპოლის" ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი "პორტუდან" როლანდოს გადაყვანა გახლდათ. 27 წლის მცველი ნეაპოლელებმა იჯარით აიყვანეს და თუ საჭიროდ ჩათვლიან, ზაფხულში გამოისყიდიან კიდეც. პორტუგალიის ნაკრების უკანახაზელი ბევრ ევროპულ გუნდს სურდა და მასში დიდძალ თანხებსაც იძლეოდნენ. ამიტომ მისი “ნაპოლიში” გადაბარგება და თანაც არენდით, ბევრმა გაიკვირვა... მაინც რა მოხდა და როგორ აღმოჩნდა როლანდო იტალიის სამხრეთში? - ამაზე თავად მოგვითხრობს:

“წინადადებებს “პორტუს” მესვეურები იღებდნენ და შემდეგ ყველაფერს ჩემთან ათანხმებდნენ. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, რადგან ჩემი სურვილით, ბევრ სარფიან შეთავაზებაზე თქვეს უარი და
საბოლოოდ “ნაპოლის” იჯარაზე დათანხმდნენ. ჩემთვის ფულს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი კი სპორტული მოტივაციაა. ამ მხრივ ყველაზე საინტერესო ვარიანტად “ნაპოლი” მომეჩვენა და ეს ნაბიჯიც ამად გადავდგი. უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგან ნეაპოლში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ქალაქსაც მივეჩვიე და გუნდშიც საოცრად კარგი ატმოსფერო დამხვდა. “ნაპოლი” ყველა ფრონტზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და ესეც უმთავრესია. მოკლედ, ნეაპოლში ბედნიერი ვარ”
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"პორტუს" დანაკლისი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული