ანდრეა სტრამაჩონი: "ინტერი" ძალიან დაღლილი იყო

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ "ფიორენტინასთან" (1:4) იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩზე ისაუბრა.

ამ მარცხის შემდეგ "ინტერი" სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა და ლიდერ ტურინის "იუვენტუსს" 12 ქულით ჩამორჩება.

"ორი მატჩი დაახლოებით ერთი და იგივე შემადგენლობით ჩავატარეთ. "ინტერი" ძალიან დაიღალა. არ მეგონა, თუ დაღლილობის გამო ასე დავისჯებოდით.

სიტუაცია არასწორად შევაფასე. რა თქმა უნდა, ყველას გვსურდა, რომ არ წაგვეგო, მაგრამ არ ვიცი, როგორ უნდა ვითამაშო ხუთშაბათის შემდეგ კვირასაც. "ინტერი" ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.

ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ. მნიშვნელოვანია, რომ "ინტერმა" ასე
ცუდად არასდროს ითამაშოს. ევროპალიგას პატივს ვცემთ, მაგრამ ამ ტურნირში გამოსვლა ბევრ ძა
ლას გვართმევს, მაგრამ ეს გასამართლებელი საბუთი არ უნდა იყოს", - თქვა სტრამაჩონიმ.

იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში "ნერაძური" "მილანს" დაუპირისპირდება.

მომზადებულია Football-Italia-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
სერია A. XXV ტური: ფრანჩესკო ტოტიმ დაარტყა, მაგრამ რა დაარტყა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული