"ბუნებრივია, ტურინში ეროვნული ნაკრების კანდიდატებს ვაკვირდებოდი, განსაკუთრებით კი - ორ მოთამაშეს. ერთი ალესიო ჩერჩი გახლავთ, ხოლო მეორე ანჯელო ოგბონა. ეს უკანასკნელი ახალი გამოჯანმრთელებულია და საუკეთესო ფორმისგან შორსაა; აი, ჩერჩიმ კი მართლაც გამაოცა... შესანიშნავად ითამაშა, კარგი გოლი
ჟურნალისტები 25 წლის ჩერჩისაც შეეხმიანნენ და მისგან შემდეგი მოისმინეს:
"თამაშამდე მითხრეს, რომ სტადიონზე პრანდელი მოვიდა და მაშინვე ვიყნოსე, რომ დაკვირვების სუბიექტი ვიქნებოდი. გამოგიტყდებით და ასეთი მონდომებით არასდროს მითამაშია. თავდაუზოგავად ვირბინე და დაღლა არც კი მიგრძვნია. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სენიორ ჩეზარე გამადიდებელი შუშით მაკვირდებოდა - ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა".
ამასობაში პრესას 19 წლის მაურო იკარდიც გაესაუბრა და განაცხადა, რომ მისი ოცნება არა იტალიის, არამედ არგენტინის ნაკრებში თამაშია: "დიდი მადლობა ჩეზარე პრანდელის ყურადღებისთვის და მთლიანად იტალიას, მაგრამ მე არგენტინელი ვარ. შესაბამისად, ჩემი ქვეყნის ეროვნულ გუნდში მსურს თამაში და ამის დიდი იმედიც მაქვს. მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე და საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იმ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშია, სადაც დავიბადე და გავიზარდე".
შეგახსენებთ, რომ მაურო იკარდიმ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში რამდენჯერმე გაიბრწყინა და უმალ მოექცა ყურადღების ცენტრში. მაუროს იტალიური პასპორტი აქვს და მისი მომავალი "სკუადრა აძურას" დაუკავშირეს - თუმცა ამას მყისვე გამოეხმაურნენ არგენტინელები და კონტრზომებიც მიიღეს... გენუაში "ალბისელესტეს" მთავარი მწვრთნელი ჩავიდა, ფეხბურთელს პირადად გაესაუბრა და როგორც ჩანს, გადაიბირა კიდეც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იტალიის ნაკრები: პრანდელის რჩეულები