"სამპდორია": ახალი ხელშეკრულება როსის

AutoSharing Option
დელიო როსიმ "სამპდორია" დეკემბერში ჩაიბარა - მისი თავკაცობით გენუურმა გუნდმა რვა შეხვედრა ჩაატარა და 12 ქულა მოიპოვა. ამასთან, "რომა" და "იუვენტუსი" დაამარცხა, რამაც მწვრთნელის რეპუტაცია ერთიორად აამაღლა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ "სამპდორიას" მესვეურებმა 53 წლის სპეციალისტთან ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაწყვიტეს. როსის კლუბთან სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული კონტრაქტი, ახალი ხელშეკრულების თანახმად კი გენუაში 2015 წლამდე მოუწევს დარჩენა. თავად დელიო ამისთვის მზადაა:

"სტაბილური სამუშაო გარემო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ "სამპდორიას" კარგად შევეწყვე. გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და ეს უკვე არაერთგზის
დავამტკიცეთ. მთავარია, ასევე გავაგრძელოთ და უკეთესი შედეგებიც მალე იქნება. მაგალითად, მომდევნო სეზონში "სამპა" ევროსაგზურისთვის იბრძოლებს და ბედნიერი ვარ, რომ მეც ამ პროცესის ნაწილი ვიქნები. ყველაფერს გავაკეთებ, რათა კლუბის მესვეურთა ნდობა გავამართლო"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დელიო როსის გასაჭირი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული