სერია A. XXVI ტური: მილანურ ომში მეგობრობამ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის მთავარი მატჩი "ჯუზეპე მეაცაზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთს მილანური გრანდები შეასკდნენ... ბუნებრივია, ამ თამაშმა ყველა სხვა დაჩრდილა.

25 თებერვალს გამართავენ თავიანთ შეხვედრებს "ლაციო" და "ნაპოლი", სამშაბათს კი "ბოლონია" "ფიორენტინას" უმასპინძლებს.

დიახ, ერთი მატჩი სამშაბათს გაიმართება, რადგან ბოლონია თოვლმა დაფარა და "სტადიო რენატო დალ არაზე" თამაში შეუძლებელი გახლდათ.

მოკლედ, ტური ოთხ დღეზე გაიწელა და შესაბამისად, დღეს არასრული მიმოხილვა გამოგვივა.

მშვიდად და აუღელვებლად
"სიენამ" ბოლო მატჩები მაღალ დონეზე ჩაატარა, რისი გვირგვინიც წინა ტურში "ლაციოს" განადგურება გახლდათ. ამიტომ ბევრმა ივარაუდა, რომ ტოსკანელები "იუვენტუსსაც"
მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდნენ.

არ გამოვიდა - ტურინულმა გრანდმა სრული უპირატესობით წარმართა შეხვედრა და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. თითო გოლი შტეფან ლიხტშტაინერმა, სებასტიან ჯოვინკომ და პოლ პოგბამ გაიტანეს, თუმცა მომენტი მასპინძლებს კიდევ ბევრი ჰქონდათ.

თავად განსაჯეთ, პიემონტელებმა ტოსკანელთა კარის მიმართულებით 17-ჯერ დაარტყეს, მაშინ, როდესაც სტუმრები ხეირიანად მხოლოდ რამდენჯერმე გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე.

ანტონიო კონტემ ამჯერად მირკო ვუჩინიჩისა და სებასტიან ჯოვინკოს ტანდემზე შეაჩერა არჩევანი, ნახევარდაცვას კი ტრავმამოშუშებული კლაუდიო მარკიზიო დაუბრუნდა. ძირითადში იყო კვადვო ასამოაც, რომელიც ნელ-ნელა შედის ფორმაში და ეს განვლილმა მატჩმაც დაგვანახვა. რაც მთავარია, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა ჯორჯო კიელინი, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში.

მოკლედ, "იუვემ" კიდევ ერთი მოგება გამოჭედა და დროებით თუ უდროოდ, მთავარ მეტოქეს 7-ქულიან დისტანციაზე გაექცა.

მატჩის შემდეგ ანტონიო კონტემ მოკლე კომენტარი გააკეთა:

"წინა ტურში დაკარგული ქულების შემდეგ მოგება აუცილებელი იყო და საბედნიეროდ, მიზანს მივაღწიეთ. სკუდეტოსთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და თითოეულ შეხვედრას უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. მეტოქე სწორად შევაფასეთ, მაქსიმალურად დავიხარჯეთ და შედეგიც სახეზეა".

VideoSportall.Ge
იუვენტუსი - სიენა 3:0


გოლთა ცვენა
ბერგამოსა და სარდინიაზე ნამდვილი გოლთა ცვენა იყო, რადგან ორ თამაშში 12 გოლი გავიდა. "ატალანტა" "რომასთან" დამარცხდა (2:3), "კალიარიმ" კი დრამატულ ბრძოლაში "ტორინო" დაამარცხა, 4:3.

მართალია, "რომა" სატურნირო ცხრილში მხოლოდ მერვე ადგილზეა, მაგრამ ამ გუნდის მიმართ ინტერესი მაინც დიდია. აურელიო ანდრეაცოლის თავკაცობით, "მგლებმა" მესამე შეხვედრა ჩაატარეს და მეორე გამარჯვება მოიპოვეს. "იუვეს" ძლევის შემდეგ "ჯალოროსიმ" "ატალანტაც" მოინელა, თუმცა თავისუფლად შეიძლებოდა, მატჩი არათუ ფრედ დასრულებულიყო, სამი ქულა სულაც ბერგამოელებს დარჩენოდათ.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მომენტები ორივე კართან უხვად შეიქმნა და ალბათ მაინც კლასის ხარჯზე. ერთით მეტი გოლი სტუმრებმა გაიტანეს.

ტრავმის და დისკვალიფიკაციის გამო რომაელებს ფრანჩესკო ტოტი და მატია დესტრო აკლდათ, რის გამოც ანდრეაცოლის შეტევაში მარკინიოს დაყენება მოუხდა - ამ უკანასკნელმა ამოცანას თავი კარგად გაართვა და ერთი გოლიც მიითვალა აქტივში. თითო გოლი გაიტანეს ტოროსიდისმა და პიანიჩმა. მოკლედ, შუახაზელებმა ბენეფისი მოიწყვეს.

ნამატჩევს ანდრეაცოლი ეიფორიაში იყო, ეს მატჩი დიდხანს არ დამავიწყდებაო...

სანახაობა თქვენ სარდინიაზე უნდა გენახათ, სადაც "კალიარიმ" "ტორინოს" უმასპინძლა. ამ შეხვედრაზე ალბათ არც შევაჩერებდით ყურადღებას, რომ არა ფეერიული თამაში და შვიდი გოლი. არადა, პირველი ნახევარი მშვიდად ჩამთავრდა და გულშემატკივრებმაც მხოლოდ ერთი შედეგიანი დარტყმა იხილეს, როდესაც მარკო საუმ მასპინძლები დააწინაურა. აი, მეორე ნახევარში კი გუნდებმა ნამდვილი თრილერი მოაწყვეს.

მატჩის განახლებიდან 10 წუთი არ იყო გასული, სტუმრებს რომ ორი გოლი ჰქონდათ გატანილი და წინ იყვნენ გაჭრილნი, რამაც კუნძულელები ვერ გატეხა. სარდინიელები მალევე მოეგნენ გონს და 75-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს.

აღსანიშნავია, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში თავი გუნდის კაპიტანმა ბრუნო კონტიმ გამოიჩინა. 85-ე წუთზე ანჯელო ოგბონამ თერთმეტმეტრიანი "აიკიდა" და წითელი ბარათი მიიღო, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი გოლად მაურისიო პინილიამ აქცია, 3:2. ერთ წუთში სტუმრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუძევეს, მოედანზე ცხრა კაცით დარჩნენ და თითქოს აქ დასრულდა კიდეც ყველაფერი...

თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ ყოფილა - 90-ე წუთზე ტურინელებმა პენალტი მოინადირეს და როლანდო ბინკიმ ანგარიში გაათანაბრა.

სირცხვილის პირას მყოფი მასპინძლები თავქუდმოგლეჯილნი წავიდნენ წინ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეოთხე გოლი გაიტანეს, 4:3 - ამით დასრულდა კიდეც ეს ფანტასტიკური პაექრობა.

გოლები, პენალტები, წითელ-ყვითელი ბარათები, ემოცია, დრამატიზმი და თუნდაც ეჭვები დადგმული სპექტაკლების თაობაზე - ეს ყველაფერი კალჩოს შემადგენელი ნაწილია.

სერია A. XXVI ტური
პალერმო-ჯენოა 0:0
პალერმო (4-3-2-1): სორენტინო – მუნიოსი, ფონ ბერგენი, არონიკა, გარსია - ბარეტო (87. დოსენა), კურტიჩი, რიოსი - ილიჩიჩი (88. ფორმიკა), ფაბრინი (65. ბოზელი) - მიკოლი.
ჯენოა (3-5-1-1): ფრეი – გრანკვისტი, პორტანოვა, მორეტი – როსი (80. პიზანო), კუჩკა, ვარგასი (86. იმობილე), მათუზალემი (83. ბოვო), ანტონელი – ბერტოლაჩი – ბორიელო.
გაფრთხილება: გარსია, მიკოლი, დოსენა - გრანკვისტი, პორტანოვა, მორეტი, კუჩკა, მათუზალემი.
გაძევება: არონიკა (76. პალერმო).
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 8-9(2-5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 19 000

სამპდორია-კიევო 2:0
გოლები: 1:0 პოლი (33), 2:0 ედერი (83).
სამპდორია (3-5-2): რომერო – როსინი, გასტალდელო, კოსტა - დე სილვესტრი (77. მუსტაფი), კრსტიჩიჩი, ობიანგი, პოლი, ესტიგარიბია – სანსონე, იკარდი (61. ედერი).
კიევო (5-3-2): პუჯონი – დაინელი (46. ჰეტემაი), აჩერბი, ანდრეოლი, ფრეი, იოკიჩი - გუანა (67. ლუსიანო), კოფიე (77. პელისიერი), ლ. რიგონი – თერეუ, სამასა.
გაფრთხილება: გასტალდელო, კრსტიჩიჩი - პუჯონი, აჩერბი, ჰეტემაი.
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 7-7(4-3); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 23 000

ატალანტა-რომა 2:3
გოლები: 1:0 ლივაია (8), 1:1 მარკინიო (12), 1:2 პიანიჩი (34), 2:2 ლივაია (44), 2:3 ტოროსიდისი (71).
ატალანტა (4-4-2): კონსილი – რაიმონდი, სტენდარდო, კონტინი, ბრივიო – ჯორჯი (74. ლუკინი), ბიონდინი (74. კაცოლა), კარმონა, ბონავენტურა (85. ბუდანი) - ლივაია, დენისი.
რომა (3-4-2-1): სტეკელენბურგი – პირისი, ბურდისო, მარკინიოსი – ტოროსიდისი, პიანიჩი (71. ფლორენცი), ბრედლი, ბალცარეტი – ლამელა (64. პეროტა), მარკინიო - ოსვალდო (84. პანაიოტისი).
გაფრთხილება: რაიმონდი, კარმონა, კაცოლა - ტოროსიდისი.
გაძევება: კონტინი (89. ატალანტა).
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 7-9 (4-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 22 000

კალიარი-ტორინო 4:3
გოლები: 1:0 საუ (37-პენ.), 1:1 ჩერჩი (47), 1:2 სტევანოვიჩი (54), 2:2 კონტი (75), 3:2 პინილია (87-პენ.), 3:3 ბიანკი (90-პენ.), 4:3 კონტი (90).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი – პიზანო, როსეტინი, ასტორი, აველარი (58. პერიკო) – ეკდალი, კონტი, ნაინგოლანი – კოსუ (84. კაბრერა) - იბარბო (65. პინილია), საუ.
ტორინო (4-4-2): ჟილე – დარმიანი, გლიკი, ოგბონა, მაზიელო – ვივესი, გაცი, სტევანოვიჩი (68. ბირსა), ჩერჩი (90. მენგა) – ბარეტო (87. დიოპი), ბიანკი.
გაფრთხილება: ნაინგოლანი, ჩერჩი - ვივესი, სტევანოვიჩი.
გაძევება: ოგბონა (85. ტორინო), დიოპი (88. ტორინო).
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 21-12; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 10-7(5-6); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 10 000

იუვენტუსი-სიენა 3:0
გოლები: 1:0 ლიხტშტაინერი (30), 2:0 ჯოვინკო (74), 3:0 პოგბა (89).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი – ბარცალი, ბონუჩი, პელუზო – ლიხტშტაინერი, პირლო, პოგბა, მარკიზიო, ასამოა (77. კიელინი) – ვუჩინიჩი (65. მატრი), ჯოვინკო (81. ჯაკერინი).
სიენა (3-4-2-1): პეგოლო – ტეიშეირა, ტერლიცი, ფელიპე – ბელმონტე, დელა როკა (90. ვერე), რუბინი, ბოლცონი – ვალიანი (65. პოცი), როზინა (74. სალვადორ აგრა) – ემეგარა.
გაფრთხილება: ბონუჩი - დელა როკა.
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 5-7; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 17-4(6-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 38 000

პარმა-კატანია 1:2
გოლები: 0:1 ლოდი (5), 0:2 კეკო (44), 1:2 ამაური (87).
პარმა (4-3-3): მირანტე – როზი, კოდა (46. ლუკარელი), პალეტა, მესბა - მარკიონი, ვალდესი (75. ნინისი), პაროლო - ბიაბიანი, ამაური, ბელფოდილი (26. პალადინო).
კატანია (4-2-3-1): ანდუხარი – ბელუში (49. ალვარესი), ლეგროტალიე, სპოლი, მარკეზე - ისკო, ლოდი - კეკო (75. სალიფუ), კასტრო, გომესი - ბერგესიო.
გაფრთხილება: პალეტა - ბელუში.
გაძევება: ლეგროტალიე (88. კატანია).
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 10-7(3-4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 14 000

ინტერი-მილანი 1:1
გოლები: 0:1 ელ შაარავი (21), 1:1 სკელოტო (71).
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი – ნაგატომო (77. კივუ), რანოკია, ჟუან ჟესუსი, ძანეტი – კამბიასო (69. სკელოტო), გარგანო, გუარინი – ალვარესი (73. კუზმანოვიჩი) – კასანო, პალასიო.
მილანი (4-3-3): აბიატი – აბატე, საპატა, მექსე, დე შილიო – მუნტარი (90. ამბროზინი), ნოჩერინო, მონტოლივო – ბოატენგი (81. ნიანგი), ელ შაარავი (87. ბოიანი), ბალოტელი.
გაფრთხილება: რანოკია, ჟუან ჟესუსი – საპატა, მექსე, მონტოლივო, მუნტარი.
კუთხური: 1-4; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 11-14(4-6); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 80 000

VideoSportall.Ge
ინტერი - მილანი 1:1


25 თებერვალი
უდინეზე-ნაპოლი 22:00
ლაციო-პესკარა 00:00

26 თებერვალი
ბოლონია-ფიორენტინა 23:00

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 18 - კავანი (ნაპოლი); 16 – ელ შაარავი (მილანი); 14 - დი ნატალე (უდინეზე); 11 - ოსვალდო (რომა), ლამელა (რომა), იოვეტიჩი (ფიორენტინა), საუ (კალიარი); 10 - კლოზე (ლაციო), პაცინი (მილანი), ჯილარდინო (ბოლონია), 9 - ჰამშიკი (ნაპოლი), ტოტი (რომა), მილიტო (ინტერი), დენისი (ატალანტა).

მომდევნო ტური
1 მარტი
ნაპოლი-იუვენტუსი.

2 მარტი
მილანი-ლაციო.

3 მარტი
ტორინო-პალერმო, სიენა-ატალანტა, ბოლონია-კალიარი, ფიორენტინა-კიევო, კატანია-ინტერი, სამპდორია-პარმა, პესკარა-უდინეზე, რომა-ჯენოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რიკარდო მონტოლივო: ელ შაარავის გოლით, "ინტერს" 1:0-ს მოვუგებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული