ძამპარინი ერთობა: "პალერმოში" მალეზანი გასპერინიმ შეცვალა

AutoSharing Option
მაურიციო ძამპარინი განაგრძობს ჩვენს და მთლიანად საფეხბურთო სამყაროს გამხიარულებას. "პალერმოს" პრეზიდენტმა ალბერტო მალეზანი გაათავისუფლა დაკავებული პოსტიდან და გუნდის მთავარ მწვრთნელად ჯამპიერო გასპერინი დააბრუნა.

შეგახსენებთ, რომ მალეზანიმ სწორედ გასპერინი შეცვალა და სულ სამ შეხვედრაში უთავკაცა სიცილიურ გუნდს. დიახ, ძამპარინისთვის სამი თამაში მწვრთნელის გასათავისუფლებლად სრულიად საკმარისია.

მოკლედ, ამიერიდან "პალერმოს" ისევ გასპერინი უთავკაცებს, კლუბის ვებგვერდზე კი ასეთი განცხადება გამოქვეყნდა:

"ძალიან ვწუხვართ, რომ ალბერტო მალეზანიმ მალე დატოვა "პალერმო", მაგრამ ამ ეტაპზე, ასე იყო საჭირო. მალეზანი შესანიშნავი ადამიანია და მას წარმატებებს ვუსურვებთ. გუნდის მთავარ მწვრთნელად
55 წლის ჯამპიერო გასპერინი იმუშავებს, რომლის დაბრუნებასაც კლუბის მესვეურებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მწვრთნელი - ყველაზე უმადური საფეხბურთო პროფესია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული