იტალია/იუვენტუსი
"იუვენტუსი" ჩემი პირველი იტალიური კლუბია და ბედნიერი ვარ, რომ თუნდაც კარიერის მიწურულს სერია A-ში თამაშის საშუალება მომეცა. აქ ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ და ეს ფეხის ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. ბევრ გუნდში მითამაშია, მაგრამ აქ სრულიად სხვა ატმოსფერო დამხვდა - ყველაფერში ჩანს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი
კონკურენცია
ტურინში დიდი იმედებით ჩამოვედი და ყველაზე მეტად მე განვიცდი, რომ თამაში პრაქტიკულად არ მიწევს. თუმცა, თავს არ ვზოგავ და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი შეიცვლება. სიმართლე გითხრათ, ასეთ მძაფრ კონკურენციაში აქამდე არც ვყოფილვარ და მწვრთნელის მესმის კიდეც. მის განკარგულებაში ექვსი უმაღლესი დონის თავდამსხმელია, რომელთაგან ორი უნდა შეარჩიოს. მთავარი მატჩები წინ გვაქვს და მჯერა, რომ ჩემ სიტყვას კიდევ ვიტყვი.
კონტე
ანტონიო კონტე უნიკალური ადამიანია, რომელსაც ყურადღებით ვაკვირდები და ბევრ რამეს ვსწავლობ. იდეალურად არის განსწავლული როგორც ტაქტიკურ, ისე ტექნიკურ საკითხებში და საქმესაც შესანიშნავად ართმევს თავს. ამასთან, კარგი ფსიქოლოგია და ყოველთვის პოულობს საჭირო სიტყვებს. მწვრთნელობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ კონტე ამ თემაზეც დამაფიქრებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნიკოლა ანელკა: ბედნიერი ვარ, რომ უკვე ტურინში ვარ