სერია A. XXVII ტურის წინ: დანდობა არც "სან სიროზე" იქნება

AutoSharing Option
ტურის ცენტრალური შეხვედრა "ნაპოლი"-"იუვენტუსი" პარასკევს, გვიან ღამით გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დაპირისპირება კი შაბათს შედგება.

"სან სიროზე" "მილანი" "ლაციოს" უმასპინძლებს და თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მატჩი ორივე გუნდისთვის, სატურნირო ცხრილიდან ნათლად ჩანს...

ბალოტელის გარეშე?
გამარჯვება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდება, ფრით კი კონკურენტები იხეირებენ. ამიტომ, "სან სიროზე" დანდობა არ იქნება და მატჩი საინტერესო სანახავი უნდა გამოდგეს. საკადრო პრობლემები ორივე გუნდს აქვს, განსაკუთრებით კი მწვრთნელებს შეტევაში უჭირთ.

მარიო ბალოტელიმ ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო და დიდია შანსი, "ლაციოსთან"
მატჩის გამოტოვება მოუხდეს. მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, მაგრამ საქმეს სწორედ ასეთი პირი უჩანს. მცირე ტრავმა აქვს მბაიე ნიანგსაც, რომელიც თადარიგში დარჩება და მაქსიმუმ, ბოლო 15 წუთს ითამაშებს.

სამაგიეროდ, ჯამპაოლო პაცინია ჯანზე და სწორედ ის იქნება ცენტრფორვარდის პოზიციაზე. ფლანგებიდან სტეფან ელ შაარავი და კევინ პრინს ბოატენგი გაირჯებიან. თადარიგში იქნება რობინიო, რომელიც მცირე პაუზის შემდეგ დაუბრუნდა "მილანს".

ვლადიმირ პეტკოვიჩს უკვე დიდი ხანია მიროსლავ კლოზე აკლია, რომელიც ვერც "მილანთან" იასპარეზებს. კოჭის ტრავმა აწუხებს სერჯო ფლოკარის და მართალია, სავარაუდო შემადგენლობაში მოიაზრება, მისი განაცხადს მიღმა დარჩენის შანსიც არსებობს. თუ რომაელებს ფლოკარიც დააკლდათ, შეტევის წინა ხაზზზე ლიბორ კოზაკის გამწესება მოუწევთ. "ლაციოს" კიდევ არაერთი მოთამაშე აკლია შუა და უკანა ხაზში, თუმცა პეტკოვიჩი ამას უკვე მიჩვეულია...

ვლადიმირ პეტკოვიჩი (ლაციო): "არაერთი მოთამაშე გვაკლია და საერთოდაც, ამ მხრივ აშკარად არ გვიმართლებს. მარტო სტეფანო მაურის და მიროსლავ კლოზეს არყოფნა რად ღირს, რომლებიც გუნდის ლიდერები არიან. "მილანთან" თამაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მიმდინარე სეზონში, რადგან გამარჯვების შემთხვევაში მკვეთრად გავიმყარებთ პოზიციებს. მეტოქე მოგებაზე ითამაშებს და არც ჩვენ ჩავდგებით დაცვაში".

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "ბარსელონა", "ინტერი" და უკვე "ლაციო" - მიჯრით ასეთი მატჩების ჩატარება მეტად რთულია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს და სრული მობილიზება უნდა მოვახდინოთ. ბალოტელის მცირე პრობლემები აქვს და შესაძლოა, ვერ ითამაშოს, მაგრამ ამის გამო ტრაგედიის შექმნას არ ვაპირებთ. "ლაციოს" ძლევა აუცილებელია, ამიტომ, ჩვენი დევიზი შეტევა იქნება. მეტოქე ნახევარდაცვაში ხუთი ფეხბურთელით თამაშობს, ჩვენ კი 4-3-3 ტაქტიკას ვირჩევთ - ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გარემარბთა როლი, რომლებსაც სხვებზე მეტი ჯაფა დაადგებათ".

სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, საპატა, იეპესი, დე შილიო - ფლამინი, მონტოლივო, მუნტარი - ბოატენგი, ელ შაარავი, პაცინი.
ლაციო (4-5-1): მარკეტი - პერეირინია, ბიავა, ცანა, რადუ - კანდრევა, გონსალესი, ლედესმა, ერნანესი, ლულიჩი - ფლოკარი.

კვირის მატჩები
კვირის მატჩებიდან "ინტერის" სიცილიაზე სტუმრობა უნდა გამოვარჩიოთ. მილანური გრანდი "კატანიას" ესტუმრება, გუნდს, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.

განსაკუთრებით ძლიერნი კუნძულელები საკუთარ კედლებში არიან და ყველა ლოგიკით, "ნერაძურის" ურთულესი მატჩი ექნება. მითუმეტეს, მილანელები გასვლაზე ვერ ბრწყინავენ და "ფიორენტინასთან" განადგირება ამის კიდევ ერთი დადასტურება გახლდათ.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ანდრეა სტრამაჩონი სრულიად ახალ ტაქტიკას აირჩევს და გუნდს 4-2-3-1 სქემით განალაგებს... შეტევის წინა ხაზზე ანტონიო კასანო გაირჯება, მის უკან კი ტომაზო როკი, ფრედი გუარინი და ესეკილ სკელოტო იმოქმედებენ. გუარინი ჩვეულ პოზიციაზე იქნება და ამაში გასაკვირი არაფერია, სკელოტომ სტრამაჩონის გული მილანურ დერბიში მოინადირა, აი როკის ძირითადში მოაზრება კი მართლაც მოულოდნელია.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი კიდევ ერთი გუნდი, "ფიორენტინა" "კიევოს" უმასპინძლებს და შეეცდება, ბოლონიაში განცდილი მარცხისთვის რეაბილიტაცია მოახდინოს. ფავორიტი "ვიოლაა" და დიდია შანსი, ფლორნციელებმა იძალონ კიდეც, მაგრამ აქედანვე ვიცით, რომ ვინჩენცო მონტელა მაინც უკმაყოფილო იქნება - ის შეგირდებისგან გასვლით მოგებებს ითხოვს, რაც ჯერჯერობით არ ჩანს.

ტურის უკანასკნელ შეხვედრაში "რომა" "ჯენოას’ მიიღებს და საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა "მგლების" 2-მატჩიანი მოგებათა სერია.

სერია A. XXVII ტური
1 მარტი
ნაპოლი-იუვენტუსი 1:1
გოლები: 0:1 კიელინი (10), 1:1 ინლერი (43)
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი – კამპანიარო, პ. კანავარო, ბრიტოსი (46. ჯემაილი) – მაჯო, ბეჰრამი, ინლერი (84. არმერო), სუნიგა – ჰამშიკი – პანდევი (67. ინსინიე), კავანი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი – ბარძალი, ბონუჩი, კიელინი – ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო (90. პადოინი), პელუზო – ვუჩინიჩი (85. პოგბა), ჯოვინკო (74. მატრი).
გაფრთხილება: კავანი, ბეჰრამი, პ. კანავარო, სუნიგა – ვიდალი, პელუზო.
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 14-12 (9-6); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 65 000

2 მარტი
მილანი-ლაციო 23.45
დისკვალიფიკაცია: მექსე (მილანი).
ტრავმა: ბონერა, დე იონგი, ბალოტელი, კონსტანტი - კონკო, სტანკევიჩუსი, კლოზე, ბროკი, მაური.
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +19=17-6, (61-42)

3 მარტი
ტორინო-პალერმო 15.30
დისკვალიფიკაცია: ოგბონა, დიოპი - არონიკა.
ტრავმა: ბაკიჩი, ჯონატასი, კასერესი - ერნანდესი, მანტოვანი, ბარეტო.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +0=5-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +3=3-3, (8-9)

ბოლონია-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: ანტონსონი (ბოლონია).
ტრავმა: პერესი, ნატალი (ბოლონია).
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +6=5-7, (20-22)

კატანია-ინტერი 18.00
დისკვალიფიკაცია: ლეგროტალიე, ბელუში - რანოკია.
ტრავმა: შაკა, კაპუანო, ბარიენტოსი, კანი, ალმირონი - სილვესტრი, სამუელი, ობი, კასტელაცი, მუდინგაი, მილიტო, ნაგატომო.
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +2=1-10, (14-28)

ფიორენტინა-კიევო 18.00
დისკვალიფიკაცია: კუადრადო - ჰეტემაი.
ტრავმა: მატი ფერნანდესი, კამპორეზე, როსი, აგაცი - სარდო.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +11=2-5, (24-17)

პესკარა-უდინეზე 18.00
დისკვალიფიკაცია: ანჯელა (უდინეზე).
ტრავმა: ტონი, სფორცინი - ბრკიჩი, პინცი, ლაძარი, ბენეტია.
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (0-1)

სამპდორია-პარმა 18.00
ტრავმა: ბერარდი - მარიგა, ბელფოდილი, სანტაკროჩე.
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +8=7-12, (35-35)

სიენა-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: ვიტიელო, ტერცი - კაცოლა, კონტინი.
ტრავმა: ვერგასოლა - კაპელი, ჩიგარინი, ბელინი, მარილუნგო, პარა.
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +4=6-6, (15-23)

რომა-ჯენოა 23.45
დისკვალიფიკაცია: გუბერტი - გრანკვისტი, მათუზალემი.
ტრავმა: კასტანი, დესტრო - ფლორო ფლორესი, ოლივერა, მანფრედინი.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +8=1-6, (28-21)

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა – 2, სამპდორია – 1, ტორინო – 1.

ბომბარდირები: 18 - კავანი (ნაპოლი); 16 – ელ შაარავი (მილანი); 14 - დი ნატალე (უდინეზე); 11 - ოსვალდო (რომა), ლამელა (რომა), იოვეტიჩი (ფიორენტინა), საუ (კალიარი); 10 - კლოზე (ლაციო), პაცინი (მილანი), ჯილარდინო (ბოლონია), 9 - ჰამშიკი (ნაპოლი), ტოტი (რომა), მილიტო (ინტერი), დენისი (ატალანტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სუპერმარიო - ღამის კლუბები, დამპალი ვაშლი და ქანდაკება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული