მასიმილიაონო ალეგრი: ახლა მესამე ადგილის შენარჩუნებაზე უნდა ვიფიქროთ [VIDEO]

AutoSharing Option
სერია ა-ს 27-ე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში "მილანმა" "სან სიროზე" 3:0 გაანადგურა 10 კაცით მოთამაშე "ლაციო".

უკვე მე-16 წუთიდან მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა მიიღეს, მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის ნახევარმცველი კანდრევა გააძევა. ანგარიში ჯამპაოლო პაცინიმ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კევინ პრინს ბოატენგმა ორამდე გაზარდა "მილანის" უპირატესობა, ხოლო მეორე ტაიმში პაცინიმ დუბლი შეასრულა.

ამ მოგებით "მილანმა" ადგილი გაუცვალა "ლაციოს" და მე-3 ადგილზე გადავიდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა.

მატჩის შემდეგ გამარჯვებულთა თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა: "ახლა ჩვენი საფიქრალი მოპოვებული მე-3 ადგილის შენარჩუნება იქნება.
ფეხბურთელებმა დაიმსახურეს ეს მოგება, მე მათ ნაცვლადაც მიხარია. დღეს უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე მილანურ დერბიში, როცა წინ წასვლის სურვილმა დაგვღუპა. როცა გგონია, რომ ყველაფერი კარგად მიდის, შეიძლება, თავი ხაფანგში ამოყო. ასე მოგვივიდა დერბიში და მიხარია, რომ ეს აღარ განმეორდა, ისე მოვიგეთ, რომ გოლიც კი არ გავუშვით
".

"ლაციოს" თავკაცმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა თავისიანები შეაქო და აღნიშნა, რომ რთული სიტუაციის მიუხედავად, მათ ბოლომდე იბრძოლეს.

ჯამპაოლო პაცინიმ აღნიშნა, რომ უხარია მწვრთნელის ნდობა რომ გაამართლა: "ბედნიერი ვარ, სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ. "მილანმა" ბოლო თვეებში ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, ჩვენ გამოვასწორეთ სიტუაცია, რომელიც უბრალოდ საშინელი იყო სეზონის პირველი ორი თვის განმავლობაში".

VideoSportall.Ge
მილანი - ლაციო 3:0


ასევე იხილეთ:
ნეაპოლური ფრე და კავანის იდაყვი [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული