სერია A. XXVII ტური: ემოციები მოედნებზე და მოედნებს მიღმა [VIDEO]

AutoSharing Option
XXVII ტურში ორი გამორჩეული მატჩი გაიმართა, ერთი ჯერ კიდევ პარასკევს, ხოლო მეორე შაბათს.

ნეაპოლში "იუვენტუსი" მდევარს ესტუმრა, მილანში კი "ლაციომ" მესამე ადგილი "როსონერის" დაუთმო.

საინტერესოდ ვითარდებოდა მოვლენები მოედნებს მიღმაც - "იუვენტუსის" ავტობუსი ნეაპოლელებმა ქვებით დაცხრილეს, ვალტერ მაცარიმ და ანტონიო კონტემ ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს, ანტონიო კასანომ და ანდრეა სტრამაჩონიმ კი გასახდელში იჩხუბეს...

ამ ყველაფერზე ქვემოთ...

ფრე ტურინელთა სასარგებლოდ
ამ მატჩის შესახებ შაბათის ნომერშიც ვწერდით და ამიტომ, მხოლოდ მატჩისშემდგომ მოვლენებზე გავამახვილებთ ყურადღება. მთელი 90 წუთის განმავლობაში "სტადიო სან პაოლოს" ტრიბუნებზე სრული
საგიჟეთი იყო, რაც მწვრთნელ-ფეხბურთელებსაც გადაედოთ.

მაგალითად, თამაშის დასრულების შემდეგ, ვალტერ მაცარიმ და ანტონიო კონტემ ცივად ჩაუარეს ერთმანეთს და ხელიც არ ჩამოართვეს, რამაც იტალიურ სპორტულ პრესაში აჟიოტაჟი გამოიწვია.

VideoSportall.Ge
ნაპოლი - იუვენტუსი 1:1


ვალტერ მაცარი (ნაპოლი):
"პირველ ნახევარში უფრო გაგვიჭირდა, მეორეში კი უპირატესობა ვიგდეთ ხელთ და აუცილებლად უნდა გაგვეტანა გამარჯვების გოლი. მომენტები მეტოქეზე მეტი შევქმენით და ვფიქრობ, გამარჯვებასაც ვიმსახურებდით.

ბრძოლა გრძელდება, ჩვენ რაღაც ფანტასტიკურს ვაკეთებთ და ეს ფრე განწყობას ვერ გაგვიფუჭებს".

ანტონიო კონტე (იუვენტუსი):
"პირველ ტაიმში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და თამაში ანტრაქტამდე უნდა მოგვემთავრებინა. ამით, დიდ ნაბიჯს გადავდგამდით სკუდეტოსკენ, მაგრამ არც ექვსი ქულაა მცირე უპირატესობა.

საკმაოდ კომფორტულად ვართ, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. მადლობა შეგირდებს, რომლებმაც სრულიად არანორმალურ გარემოში გონება არ დაკარგეს და დავალებები პირნათლად შეასრულეს".

არანორმალური გარემო კონტეს პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ელოდა, როდესაც "იუვენტუსის" ავტობუსს ნეაპოლელი ულტრასები დაესხნენ და ქვები დაუშინეს. ტიფოზები ვერც კარაბინიერებმა გააჩერეს და შედეგად, ტურინელთა ავტობუსის რამდენიმე მინა ჩაიმსხვრა - ერთ-ერთ ფანჯარასთან კვადვო ასამოა იჯდა, რომელმაც ჭრილობა მიიღო და ექიმთა მისახედი გახდა.

მოკლედ, ტრადიცია გრძელდება - ნეაპოლში ტურინელებს მშვიდი სტუმრობა არ უწერიათ.

მილანი ისევ მესამეა
ვერ გეტყვით როგორ ითამაშებდა მარიო ბალოტელი, მაგრამ მისი შემცვლელი რომ შესანიშნავად გაისარჯა, ეს ფაქტია. ჯამპაოლო პაცინიმ "ლაციოს" ორი გოლი გაუტანა და მატჩის გმირი გახდა.

"მილანმა" მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი აკმარა, თუმცა მეტიც შეეძლო, რაზეც სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს... ერთი კია, არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ წონადი წვლილი შეიტანა ლომბარდიელთა იოლ გამარჯვებაში - მატჩის მე-16 წუთი მიმდინარეობდა, სტეფან ელ შაარავიმ თანაგუნდელისგან შესანიშნავი პასი მიიღო და საჯარიმოში შერბოდა, როდესაც ანტონიო კანდრევამ მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია.

მილანელები თერთმეტმეტრიანს ამაოდ ითხოვდნენ, როდესაც რიცოლიმ უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის კანდრევას წითელი ბარათი აუფრიალა.

ეს აშკარად მეტისმეტი იყო, რადგან ელ შაარავის გოლის გატანამდე ბევრი აკლდა და არც ანტონიოს უუხეშია განზრახ.

მოკლედ, სტარტზევე "ლაციო" კაცნაკლული დარჩა და ნათელი იყო, რომ "მილანი" მეტოქეს უქულოდ დატოვებდა.

პირველი გოლი მე-40 წუთზე გავიდა და აქაც, მსაჯმა "გამოიჩინა თავი" - ჯამპაოლო პაცინის თავური ფედერიკო მარკეტიმ აიღო, დამატებაზე კი მცველს უნდა ეთამაშა, როდესაც ელ შაარავი ფეხებში ჩაუვარდა და აშკარა წესების დაღრვევით ბურთი ბოატენგს მიუგორა, ამ უკანასკნელს კი გატანა აღარ გასჭირვებია, 1:0.

მოკლედ, რიცოლი დაეხმარა "მილანს" და ამაზე არავინ დავობს, მაგრამ როგორც ასეთ დროს ამბობენ, ფორტუნაც ძლიერს უღიმის...

VideoSportall.Ge
მილანი - ლაციო 3:0


მსაჯს რომ თავი დავანებოთ, "მილანმა" საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა - აშკარაა, რომ გუნდი უმატებს და გაცილებით მაღალ სისწრაფეებზე თამაშობს, ვიდრე თუნდაც სეზონის პირველ ნახევარში. შედეგად, "როსონერი" მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის ბრძოლაში ფავორიტია.

თუმცა, "შავ-წითლები" უკვე მეორე ადგილზეც ალაპარაკდნენ და თუ სატურნირო ცხრილს ჩავხედავთ, არც ეს მიზანი უნდა იყოს რეალობას აცდენილი.

ინტერის ვნებები...
პარასკევს, "ინტერის" რიგითი ვარჯიშის შემდეგ, ანტონიო კასანომ ჩვეულად იხუმრა, რაც ანდრეა სტრამაჩონის არ მოეწონა და ფეხბურთელს სერიოზულად მოქცევისკენ მოუწოდა - ამან კასანტა აანთო და მწვრთნელ-ფეხბურთელს შორის ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა.

მართალია, სტრამაჩონი ამბობს, რომ ხელით შეხებას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ ჟურნალისტებმა ისე დეტალურად აღწერეს ყველაფერი და იმდენად დაემთხვა სხვადასხვა გამოცემების სცენარები ერთმანეთს, რომ ამ შემთხვევაში, მწვრთნელს სწორედაც რომ არ დაეჯერება.

ჩხუბი იყო და თანაც ისეთი, რომ გაშველებისას თითო დეიან სტანკოვიჩსა და ვალტერ გარგანოსაც მოხვდათ. შედეგად, კასანო მთავარი გუნდიდან მოკვეთილია, "ნერაძური" კი სიცილიაზე მის გარეშე ჩავიდა და საოცარი მატჩი მოიგო.

პირველი ტაიმი "კატანიამ" ორი ბურთის სხვაობით მოიგო და თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო, როდესაც საქმეში როდრიგო პალასიო ჩაერთო. არგენტინელმა ინერტული ტომაზო როკი შეცვალა და მოედანზე ცეცხლი დაანთო - ჯერ რიკი ალვარესმა გაქვითა ერთი ბურთი, შემდეგ კი პალასიომ შეასრულა დუბლი და მილანელებმა უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერეს აქტივში.

"ინტერს" ეს "ქამ ბექი" ნამდვილად სჭირდებოდა, მაგრამ სჭირდება კასანოც..

VideoSportall.Ge
კატანია - ინტერი 2:3


სერია A. XXVII ტური
ნაპოლი-იუვენტუსი 1:1
გოლები: 0:1 კიელინი (10), 1:1 ინლერი (43).

მილანი-ლაციო 3:0
გოლები: 1:0 პაცინი (40), 2:0 ბოატენგი (44), 3:0 პაცინი (60).
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, საპატა (46. ძაკარდო), იეპესი, დე შილიო - მონტოლივო, ფლამინი, ამბროზინი - ელ შაარავი, ბოატენგი (76. რობინიო), პაცინი (68. ნიანგი).
ლაციო (4-5-1): მარკეტი - პერეირინია (46. ცანა), ბიავა, დიასი, რადუ - გონსალესი, ლედესმა, კანდრევა, ერნანესი (71. ედერსონი), ლულიჩი - ფლოკარი (78. საა).
გაფრთხილება: იეპესი, ბოატენგი, პაცინი - ბიავა, რადუ.
გაძევება: კანდრევა (16. ლაციო).
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 22-7(7-3); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 70 000

ტორინო-პალერმო 0:0
ტორინო (4-4-2): ჟილე - დარმიანი (80. დამბროზიო), გლიკი, როდრიგესი, მაზიელო - ბრიგი, გაცი, ვივესი (56. სანტანა), ჩერჩი - ბარეტო (72. მეჯორინი), ბიანკი.
პალერმო (3-4-2-1): სორენტინო - ფონ ბერგენი, მუნიოსი, გარსია - მორგანელა (84. დიბალა), რიოსი, კურტიჩი, დოსენა - ილიჩიჩი, ფაბრინი (70. ფორმიკა) - ბოზელი (49. მიკოლი).
გაფრთხილება: ჩერჩი, ვივესი - ფონ ბერგენი, კურტიჩი.
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 6-11(1-2); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 16 000

ბოლონია-კალიარი 3:0
გოლები: 1:0 ტაიდერი (5), 2:0 დიამანტი (18), 3:0 პასკუატო (90).
ბოლონია (4-2-3-1): კურჩი - კერუბინი, სორენსენი, გარიჩი, მორლეო - პერესი, ტაიდერი - კონე (58. კრისტოდოლოპოლოსი), დიამანტი (76. მოსკარდელი), გაბიადინი (87. პასკუატო) - ჯილარდინო.
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, როსეტინი, ასტორი, არიაუდო - ეკდალი (58. კოსუ), კონტი, დესენა - ნაინგოლანი - იბარბო (59. პინილია), საუ (73. ნენე).
გაფრთხილება: კონე, დიამანტი - დესენა, კონტი, ნაინგოლანი, საუ, პინილია.
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 15-4(7-1); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 22 000

კატანია-ინტერი 2:3
გოლები: 1:0 ბერგესიო (7), 2:0 მარკეზე (19), 2:1 ალვარესი (54), 2:2 პალასიო (70), 2:3 პალასიო (90).
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი, სპოლი, როლინი, მარკეზე - ისკო, ლოდი, ბიაჯანტი (77. ალმირონი) - კასტრო, გომესი, ბერგესიო (85. კანი).
ინტერი (4-4-1-1): ჰანდანოვიჩი - ძანეტი, ჟუან ჟესუსი, კივუ, პერეირა - სკელოტო, კუზმანოვიჩი (46. სტანკოვიჩი), გარგანო, ალვარესი - გუარინი (77. კამბიასო) - როკი (46. პალასიო).
გაფრთხილება: ალვარესი, როლინი, ბერგესიო, კანი - ჰანდანოვიჩი, სკელოტო.
კუთხური: 0-4; ჯარიმა: 13-22; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11-14(4-6); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 20 000

ფიორენტინა-კიევო 2:1
გოლები: 1:0 პასკუალი (4), 1:1 კოფიე (38), 2:1 ლარონდო (78).
ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო - ტომოვიჩი, გონსალო, კომპერი, პასკუალი - პისარო, აკვილანი, ბორხა ვალერო - ლიაიჩი (46. რომულო), იოვეტიჩი (64. ლარონდო), ტონი (81. მილიაჩო).
კიევო (5-3-2): პუჯონი - ფრეი, დაინელი, ანდრეოლი, აჩერბი (76. კოფიე), იოკიჩი (70. სტოიანი) - ლ. რიგონი, გუანა (68. ლუსიანო), სეიმური - თერეუ, პალოსკი.
გაფრთხილება: აკვილანი, პისარო - ლ. რიგონი.
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 15-8; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 22-9(5-1); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 26 000

პესკარა-უდინეზე 0:1
გოლი: 0:1 დი ნატალე (8).
პესკარა (5-3-2): პელიცოლი - ბალცანო (46. ვეისი), კოსიჩი, ბოკეტი, კაპუანო, ძაური - კაშონე, ბლაზი (64. კუინტერო), ბარნასონი - კაპრარი, აბრუსკატო (55. სკული).
უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი - ერუ, დანილო, დომიცი - პერეირა, ბადუ, ალანი, გაბრიელ სილვა - მურიელი (70. კამპოს ტორო), მაიკოსუელი - დი ნატალე (85. მერკელი).
გაფრთხილება: ბარნასონი, სკული - ბრკიჩი.
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 14-9(4-5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 15 000

სამპდორია-პარმა 1:0
გოლი: 1:0 იკარდი (58).
სამპდორია (3-5-2): რომერო - გასტალდელო, პალომბო, კოსტა - დე სილვესტრი, კრსტიჩიჩი, ობიანგი, პოლი, ესტიგარიბია - ედერი (71. სანსონე), იკარდი.
პარმა (3-5-3): მირანტე - ბენალოუანე, ლუკარელი, კოდა (46. მესბა) - როზი, ვალდესი, პაროლო (79. შტრასერი), მარკიონი, გობი (65. ამაური) - ბიაბიანი, სანსონე.
გაფრთხილება: გასტალდელო, პალომბო, კრსტიჩიჩი - როზი, ვალდესი, პაროლო, გობი, შტრასერი.
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 9-7(3-2); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 22 000

სიენა-ატალანტა 0:2
გოლები: 0:1 ბონავენტურა (3), 0:2 ბონავენტურა (68).
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ტეიშეირა, ტერლიცი, ფელიპე - ბელმონტე (47. ბოგდანი), დელა როკა, რუბინი, ბოლცონი - სესტუ (69. აგრა), როზინა - ემეგარა (75. პაოლუჩი).
ატალანტა (4-4-2): კონსილი - რაიმონდი, სტენდარდო, ლუკინი, დელ გროსო - ჯორჯი (57. კანინი), ბიონდინი, კარმონა (77. რადოვანოვიჩი), ბონავენტურა - ლივაია (70. ბრიენცა), დენისი.
გაფრთხილება: რაიმონდი, კარმონა, კანინი (ატალანტა).
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7-6(1-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 10 000

რომა-ჯენოა 3:1
გოლები: 1:0 ტოტი (16-პენ.), 1:1 ბორიელო (42-პენ.), 2:1 რომანიოლი (58), 3:1 პეროტა (88).
რომა (3-4-2-1): სტეკელენბურგი - პირისი, ბურდისო, რომანიოლი - ტოროსიდისი, პიანიჩი (40. ბრედლი), დე როსი, ბალცარეტი (56. მარკინიო) - ლამელა, ტოტი - ოსვალდო (81. პეროტა).
ჯენოა (3-5-1-1): ფრეი - ბოვო, პორტანოვა, მორეტი - პიზანო (72. ხორკერა), კუჩკა, ტოზცერი (62. იმობილე), ვარგასი, ანტონელი - ბერტოლაჩი (72. მ. რიგონი) - ბორიელო.
გაფრთხილება: ბურდისო, ლამელა, ტოტი, ბრედლი - ვარგასი.
გაძევება: კუჩკა (78. ჯენოა).
კუთხური: 5-14; ჯარიმა: 17-8; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 4-12(3-7); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 40 000

VideoSportall.Ge
რომა - ჯენოა 3:1


სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.

ბომბარდირები: 18 - კავანი (ნაპოლი); 16 - ელ შაარავი (მილანი); 15 - დი ნატალე (უდინეზე); 12 - პაცინი (მილანი); 11 - ოსვალდო (რომა), ლამელა (რომა), იოვეტიჩი (ფიორენტინა), საუ (კალიარი); 10 - კლოზე (ლაციო), ჯილარდინო (ბოლონია), ტოტი (რომა).

მომდევნო ტური
8 მარტი
ჯენოა-მილანი

9 მარტი
უდინეზე-რომა

10 მარტი
ატალანტა-პესკარა, კალიარი-სამპდორია, კიევო-ნაპოლი, იუვენტუსი-კატანია, პალერმო-სიენა, პარმა-ტორინო, ინტერი-ბოლონია, ლაციო-ფიორენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მასიმილიაონო ალეგრი: ახლა მესამე ადგილის შენარჩუნებაზე უნდა ვიფიქროთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული