"მარიო ჯერ კიდევ არაა სრულად გამოჯანმრთელებული და ამიტომ ვარჯიშებზე ბოლომდე არ ვტვირთავ. შესაძლოა, "ჯენოასთან" მატჩის გამოტოვება მოუხდეს, რადგან მისი ჯანმრთელობის გარისკვას ნამდვილად არ ვაპირებთ.
ამასობაში "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტს "მილანის" ცოცხალი ლეგენდა პაოლო მალდინი გაესაუბრა და მატია დე შილიოს შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა... 20 წლის დე შილიო მიმდინარე სეზონში გამოჩნდა "როსონერის" მთავარ გუნდში და უკვე იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ყურადღებაც კი მიიპყრო:
"მატია დე შილიო ძალიან მომწონს, რადგან ის "მილანის" სტილს იდეალურად ერგება. მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ უკვე მოასწრო თავის დამკვიდრება და დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ. ფიზიკურად მოსამატებელი აქვს, მაგრამ მის ასაკში არც მე მქონდა მუსკულატურა განვითარებული. თუ ასე გააგრძელებს, მისი სახით, "მილანს" უდიდესი მცველი ეყოლება. მატიას მე მადარებენ? - ერთი რამით უდავოდ მჯობია, მას მარცხენა და მარჯვენა ფრთაზე თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში, რითიც მე ნამდვილად ვერ დავიკვეხნიდი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პაოლო მალდინი: "მილანი" ჩვეულებრივ კლუბად იქცა