"მწვრთნელობისთვის მზად ვიყავი და ახალ საქმეს იოლად შევეგუე. "რომას" დიდი პოტენციალი აქვს და ამაში დღითიდღე ვრწმუნდები. ნათლად ვხედავ, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს გუნდი და როგორ უნდა მივაღწიოთ დიდ წარმატებებს. დიდი სურვილი მაქვს, რომ კლუბთან კონტრაქტი
"რომას" სპორტულმა დირექტორმა ფრანკო ბალდინიმ არ უარყო, რომ ანდრეაცოლისთან ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი დღის წესრიგში დგას. გამომდინარე აქედან, ბოლო დროს გავრცელებული სატრანსფერო ჭორების უკანაც სენიორ აურელიო მოიაზრება და იმასაც ამბობენ, რომ ანდრეაცოლი უკვე საზაფხულო კამპანიას გეგმავს.
ყველაზე ხშირად პაბლო ოსვალდოს შესაძლო წასვლის შესახებ საუბრობენ, რომელიც ანდრეაცოლის თავიდანვე არ მოუვიდა თვალში. მწვრთნელმა 27 წლის ფორვარდი საჯაროდ გააკრიტიკა, როდესაც ამ უკანასკნელმა ფრანჩესკო ტოტის თერთმეტმეტრიანის დარტყმა არ დაანება.
"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ოსვალდოს გადაბირება "ფიორენტინას", "იუვენტუსს" და ინგლისური პრემიერლიგის გუნდებს სურთ და თავად პაბლოც არაა წინააღმდეგი, კარიერა სხვაგან გააგრძელოს.
პაბლო ოსვალდოს მიმდინარე სეზონში 22 მატჩი აქვს ჩატარებული და 11 გოლი გატანილი. "გაძეტას" მტკიცებით, მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა და რომაელები სწორედ ამ თანხად უპირებენ გასხვისებას.
"რომასთან" დაკავშირებით კიდევ ერთი ცნობა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, მარკინიოსს მინიმუმ 10-დღიანი უქმობა მოუწევს. 18 წლის მცველი ერთ-ერთ ვარჯიშზე დაშავდა, რის გამოც გასულ უქმეებზე არც უთამაშია. მარკინიოსი მეორე ფეხბურთელია, რომელიც "ჯალოროსის" ბოლო დღეებში დააკლდა - როგორც გამცნეთ, ერთი თვე მირალემ პიანიჩი იუქმებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დანიელ ოსვალდოს პრემიერლიგა არ მოსწონს