მწვანე შუქი გრანდებს

AutoSharing Option
20 წლის ტალანტ მაურო იკარდის "სამპდორიასთან" 2014 წლის ზაფხულამდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, რომლის გახანგრძლივებასაც არ აპირებს. ამის შესახებ ფეხბურთელის პირადმა აგენტმა განაცხადა.

ამ ცნობას უმალ გამოეხმაურა გენუური კლუბის სპორტული დირექტორი კარლო ოსტი, რომლის თქმითაც, ახალგაზრდა ტალანტი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გაიყიდება. ეს სრულიად ლოგიკური ნაბიჯია, რადგან თუ ლიგურიელები მაუროს დროულად არ გაყიდიან, შემდეგ უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწევთ მისი გაშვება. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით მეტ დათმობაზე მოუწევთ წასვლა "სამპას" მესვეურებს და ამიტომ ფეხბურთელის სარფიანად გასხვისებაზე აქედანვე ზრუნავენ. აი, რა
განაცხადა ოსტიმ:

"იკარდი ძალიან ჰგავს ლიონელ მესის, რომელიც ასევე როსარიოდანაა და ასევე 19 წლის გაიცნო ევროპამ. ვფიქრობ, მაურო ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა მსოფლიო მასშტაბით და მისი გადაბირებაც ბევრს უნდა. სამწუხაროა, რომ არც თავად იკარდია წასვლის წინააღმდეგი და ამიტომ მისი ტრანსფერზე დაყენება მოგვიწევს.

მაუროს სატრანსფერო ფასი 15 მილიონი ევროა, მაგრამ თუ ასე გააგრძელა გოლების გატანა, ფასი მინიმუმ 20-მდე აიწევს. რამდენიმე კლუბი უკვე იჩენს ინტერესს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იკარდიმ არგენტინა აირჩია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული