მარიო ბალოტელი: მცველები ფორვარდთა ფეხებში ცემისთვის დაუსჯელნი ხშირად რჩებიან

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ, რომელმაც სერია A-ს ბოლო ტურში "ჯენოას" კარში მეორე გოლი გაიტანა, თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გუნდთან ადაპტაციაზე ესაუბრა.

ამასთან იტალიელმა ფეხბურთელმა მსაჯებს უხეშად მოთამაშე მცველების მკაცრად დასჯისკენ მოუწოდა.

"თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ფეხში ჩარტყმის შემდეგ მთლად 100 პროცენტით - ვერა. "ჯენოასთან" მატჩში მოედანზე მოთელვის გარეშე გავედი და კიდევ ერთი დარტყმა მივიღე. შესვენებაზე მასაჟმა მიშველა. ახლა "პალერმოსთან" თამაშამდე აღდგენისთვის ერთი კვირა მაქვს.

მცველებს შეუძლიათ ფეხებში იმდენი მირტყან, რამდენიც მოესურვებათ, მაგრამ მსაჯი ამისთვის ხომ უნდა სჯიდეს?! გუშინ მსაჯმა კარგად
კი იმუშავა, თუმცა როგორც წესი, თავდამსხმელთა ფეხებში ცემისთვის მცველები დაუსჯელნი რჩებიან ხოლმე.

და კიდევ - ვერ გამიგია, მსაჯმა მე რატომ მიჩვენა ყვითელი ბარათი.

მჯეროდა, რომ "მილანთან" ადაპტაციას ძალიან მალე შევძლებდი და ახალ პარტნიორებთან საერთო ენას ვიპოვიდი. მიხარია, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდა. თუმცა, ვნანობ გაცუდებული მომენტების გამო, განსაკუთრებით "ინტერთან" დერბიში",
- თქვა ბალოტელიმ.

VideoSportall.Ge
ჯენოა - მილანი 0:2


ასევე იხილეთ:
სერია A. XXVIII ტურის წინ: როცა სასწორზე 6 ქულაა
სუპერმარიო - ღამის კლუბები, დამპალი ვაშლი და ქანდაკება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული