სერია A. XXVIII ტური: ტურინელთა დიდი ნახტომი სკუდეტოსკენ [VIDEO]

AutoSharing Option
XXVIII ტურის პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ პარასკევს გაიმართა, როცა "მილანი" "ჯენოას" ესტუმრა და მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.

გენუური მატჩი სხვებზე ადრე იმად დაიწყო, რომ "როსონერის" შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის პაექრობა უწევს. ამიტომ ჯამპაოლო პაცინისა და ფილიპ მექსეს დაშავებამ გამარჯვებულ ლომბარდიელთა შეშფოთება გამოიწვია.

თუმცა ტურის უმთავრესი მოვლენა მაინც "ნაპოლის" მარცხის ფონზე "იუვენტუსის" მორიგი გამარჯვებაა, რამაც ტურინული გრანდი სკუდეტოს დაუახლოვა.

მოგება დანაკარგით
როგორც მოსალოდნელი იყო, მასიმილიანო ალეგრიმ მარიო ბალოტელი თადარიგში დატოვა, ძირითად შემადგენლობაში კი ჯამპაოლო პაცინი გაამწესა.

შეხვედრის დაწყებიდან დაახლოებით 20
წუთი იყო გასული, როდესაც მასპინძელმა დანიელე პორტონოვამ პაცოს ფეხებში ჩაარტყა და "მილანის" ფორვარდი დააშავა. ჯამპაოლო შესაცვლელი გახდა და სარბენ ბილიკზე მარიო ბალოტელი გამოჩნდა, როდესაც მილანელებმა პირველი გოლი გაიტანეს...

რაც უნდა პარადოქსული იყოს, გოლი შესაცვლელად გამზადებულმა პაცინიმ გაიტანა, რომელიც კოჭლობით გადაადგილდებოდა მოედანზე და როგორც ჩანს, იმ ერთ დარტყმაში მთელი თავისი ენერგია ჩააქსოვა.

ტაიმი მილანელებმა სწორედ პაცინის გოლით მოიგეს, მე-60 წუთზე კი ბალოტელიმ ანგარიში ორამდე გაზარდა. სუპერმარიომ კრისტიან საპატას შესანიშნავი პასი შეირგო, უზუსტესად დაარტყა და მასპინძელთა კიპერი უშანსოდ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში პორტანოვა ბალოტელისაც ეუხეშა და მარიოსაც ექიმთა დახმარება დასჭირდა. მოკლედ, პორტანოვამ არ დაინდო სტუმრები და საერთოდაც, გენუელებმა უხეშობით გამოიჩინეს თავი.

ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში მილანელ კევინ კონსტანტს ნერვებმა უმტყუნა, ჩეზარე ბოვოს უხეშობა ვერ აიტანა და წყობიდან გამოვიდა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო.

ბოლო 25 წუთი ლომბარდიელები ნაკლებნი იყვნენ, თუმცა მათი გამარჯვება ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ.

VideoSportall.Ge
ჯენოა - მილანი 0:2


და კიდევ ერთი: პირველ ტაიმში, პაცინის მსგავსად, ფილიპ მექსეც დაშავდა და შესვენებისას მარიო იეპესით შეიცვალა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ტრავმები და ემუქრებათ თუ არა მილანელებს "ბარსელონასთან" მატჩის გამოტოვება.

9-ქულიანი სხვაობა მდევართან
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ XXVIII ტურში "იუვენტუსმა" დიდი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ. ტურინულმა გრანდმა საკუთარ კედლებში "კატანია" დაამარცხა, "ნაპოლიმ" კი ვერონაში წააგო და შედეგად, ამ ორ გუნდს შორის სხვაობა 9 ქულამდე გაიზარდა.

ეს უკვე დიდი ფორაა და ქულებსაც რომ თავი დავანებოთ, ვალტერ მაცარის გუნდი ნამდვილად არ აჩვენებს საჩემპიონო თამაშს და თითქოს ფსიქოლოგიურადაც გატეხილია...

ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ ივარგებს, მაგრამ როგორც ჩანს, სამხრეთელთა ბოლო შანსი ნეაპოლში "იუვენტუსის" ძლევა იყო.

"კატანიამ" მედგარი წინააღმდეგობა გაუწია "იუვენტუსს", მაგრამ ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მაინც გატყდა. გამარჯვების გოლი თვით ემანუელე ჯაკერინიმ გაიტანა, რომელსაც ბოლო პერიოდში პრაქტიკულად არ უწევდა თამაში.

რთული სათქმელია, რამ გააყვანინა ანტონიო კონტეს ჯაკერინი მოედანზე და თანაც ასეთ მძიმე ვითარებაში, მაგრამ ფაქტია, რომ "იუვეს" თავკაცს კიდევ ერთხელ გაუმართლა ინტუიციამ.

"ვეკია სენიორამ" მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, რომელიც "ნაპოლის" წაფორხილების ფონზე, კიდევ უფრო ძვირად ფასობს.

VideoSportall.Ge
იუვენტუსი - კატანია 1:0


ნეაპოლელები ისევ ვერონაში დაეცნენ, იქ, სადაც ტრადიციულად უჭირთ თამაში. ვალტერ მაცარის შეგირდები 70%-ით ფლობდნენ ბურთს (!), მაგრამ ხეირი ამით ვერ ნახეს.

უკვე მერამდენედ ხდება, რომ ნეაპოლელთა თავკაცი თამაშის გადასარჩენად სრულ ვა-ბანკზე მიდის და მაინც არაფერი გამოსდის.

ეჭვგარეშეა, "ნაპოლის" ჩავარდნა აქვს, რომელმაც გუნდი ჯერ ევროპალიგის გათამაშებიდან გამოთიშა და შემდეგ სკუდეტოსკენ მიმავალი გზაც უიმედოდ გაუმრუდა.

VideoSportall.Ge
კიევო - ნაპოლი 2:0


სერია A. XXVIII ტური
ჯენოა-მილანი 0:2
გოლები: 0:1 პაცინი (22), 0:2 ბალოტელი (60).
გაძევება: კონსტანტი (65. მილანი).

უდინეზე-რომა 1:1
გოლები: 0:1 ლამელა (20), 1:1 მურიელი (62).
უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი - ერუ, დანილო, დომიცი - ბასტა, ბადუ, ალანი, გაბრიელ სილვა - მურიელი (75. ანჯელა), მაიკოსუელი (70. პერეირა) - დი ნატალე (84. რანიჯი).
რომა (3-4-1-2): სტეკელენბურგი - პირისი, ბურდისო, კასტანი - ტოროსიდისი, პეროტა, დე როსი, მარკინიო (87. ბალცარეტი) - ფლორენცი (84. ლოპესი) - ლამელა, ტოტი (63. ოსვალდო).
გაფრთხილება: დომიცი, მაიკოსუელი - ტოროსიდისი, ფლორენცი, ტოტი.
გაძევება: ერუ (73. უდინეზე).
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 5-9(3-4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 17 000

VideoSportall.Ge
უდინეზე - რომა 1:1


ატალანტა-პესკარა 2:1
გოლები: 0:1 დაგოსტინო (24), 1:1 დენისი (34-პენ.), 2:1 დენისი (68).
ატალანტა (4-4-2): კონსილი - რაიმონდი, სტენდარდო, ლუკინი, დელ გროსო - ჯორჯი (59. ბრიენცა), ბიონდინი, რადოვანოვიჩი (78. კაცოლა), ბონავენტურა - ლივაია (71. დე ლუკა), დენისი.
პესკარა (4-3-3): პელიცოლი - ძანონი, კროლდრუპი (72. არსე), კოსიჩი, ბოკეტი - ბლაზი, კაშონე, დაგოსტინო (46. ტონი) - ვეისი (62. სელიკი), ვუკუსიჩი, სკული.
გაფრთხილება: სტენდარდო, ბიონდინი, ბონავენტურა, დე ლუკა - დაგოსტინო, სკული.
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 18-9; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 6-3(3-1); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 20 000

კალიარი-სამპდორია 3:1
გოლები: 1:0 იბარბო (18), 2:0 იბარბო (52), 3:0 იბარბო (72), 2:1 მაქსი ლოპესი (90-პენ.).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი (46. ავრამოვი) - პერიკო, როსეტინი, ასტორი, მურუ - ეკდალი, ნაინგოლანი, დესენა - კოსუ (73. კაბრერა) - იბარბო (75. პინილია), რიბეირო.
სამპდორია (3-5-2): რომერო - როსინი, პალომბო, კოსტა - დე სილვესტრი, მარესკა (54. მუნარი), ობიანგი, პოლი, ესტიგარიბია (55. სორიანო) - ედერი, იკარდი (64. მაქსი ლოპესი).
გაფრთხილება: ნაინგოლანი - ობიანგი.
გაძევება: როსეტინი (90. კალიარი).
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 12-22; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 9-6(6-3); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 10 000

კიევო-ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 დრამე (12), 2:0 თერეუ (43).
კიევო (4-3-1-2): პუჯონი - ფრეი, ცეზარი, ანდრეოლი, დრამე (73. იოკიჩი) - კოფიე, ლ. რიგონი, გუანა - ჰეტემაი - თერეუ (57. ლუსიანო), პალოსკი (82. პელისიერი).
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - კამპანიარო, როლანდო, გამბერინი (46. ჯემაილი) - მაჯო, ინლერი, ბერამი, ცუნიგა (63. პანდევი) - ჰამშიკი - ინსინიე, კავანი.
გაფრთხილება: ანდრეოლი, დაინელი - ჯემაილი.
კუთხური: 3-13; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 1:1; კარში დარტყმა: 9-13(5-4); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 10 000

იუვენტუსი-კატანია 1:0
გოლი: 1:0 ჯაკერინი (90).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, პირლო, პოგბა, მარკიზიო, ასამოა (75. ჯაკერინი) - ვუჩინიჩი (76. კვალიარელა), ჯოვინკო (66. მატრი).
კატანია (3-5-2): ანდუხარი - ალვარესი, სპოლი (86. როლინი), ბელუში - ისკო, ბიაჯანტი (80. სალიფუ), ლოდი, ალმირონი, მარკეზე - გომესი (82. კანი), კასტრო.
გაფრთხილება: ჯაკერინი - სპოლი, ბიაჯანტი, გომესი.
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 14-5(5-1); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 40 000

პალერმო-სიენა 1:2
გოლები: 1:0 ანსელიმო (44), 1:1 ემეგარა (51), 1:2 როზინა (72-პენ.).
პალერმო (3-4-1-2): სორენტინო - ფონ ბერგენი, მუნიოსი, გარსია - ანსელიმო (46. ნელსონი), რიოსი, კურტიჩი, დოსენა (70. ფაბრინი) - ფორმიკა - მიკოლი (58. ილიჩიჩი), ბოზელი.
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ტეიშეირა, ტერლიცი (79. პაჩი), ფელიპე - ანჯელო, დელა როკა, რუბინი, კალელო - სესტუ (63. რეჯინალდო), როზინა (84. ბოლცონი) - ემეგარა.
გაფრთხილება: ფონ ბერგენი, გარსია, ბოზელი, ილიჩიჩი - ტეიშეირა, ფელიპე, კალელო.
კუთხური: 10-7; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-6(3-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 20 000

პარმა-ტორინო 4:1
გოლები: 0:1 სანტანა (56), 1:1 ამაური (77), 2:1 სანსონე (80), 3:1 ამაური (84), 4:1 ამაური (90).
პარმა (3-5-3): მირანტე - ბენალოუანე, ლუკარელი, პალეტა - როზი (72. სანსონე), ვალდესი (46. მესბა), პაროლო, მარკიონი, გობი - ბიაბიანი (53. პალადინო), ამაური.
ტორინო (4-4-2): ჟილე - დამბროზიო, გლიკი, ოგბონა (78. როდრიგესი), მაზიელო - ბრიგი, გაცი, ვივესი, ბირსა (82. ბარეტო) - სანტანა (69. სტევანოვიჩი), ბიანკი.
გაფრთხილება: ბენალოუანე, ამაური (პარმა).
კუთხური: 7-0; ჯარიმა: 5-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 19-10(10-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 16 000

ინტერი-ბოლონია 0:1
გოლი: 0:1 ჯილარდინო (57).
ინტერი (4-2-3-1): კარიცო - ძანეტი, ჟუან ჟესუსი, რანოკია, პერეირა - გარგანო, სტანკოვიჩი (55. კოვაჩიჩი) - სკელოტო (65. კამბიასო), გუარინი, ბენასი (46. კასანო) - პალასიო.
ბოლონია (4-2-3-1): კურჩი - ანტონსონი, სორენსენი (47. ნალდო), გარიჩი, მორლეო - პერესი, ტაიდერი - ტაიდერი, დიამანტი, ხრისტოდოლოპოლოსი - ჯილარდინო (60. კრხინი).
გაფრთხილება: ჟუან ჟესუსი, სტანკოვიჩი - გაბიადინი, ნალდო.
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 8-9(4-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 45 000

VideoSportall.Ge
ინტერი - ბოლონია 0:1


ლაციო-ფიორენტინა 0:2
გოლები: 0:1 იოვეტიჩი (20), 0:2 ლიაიჩი (50).
ლაციო (4-5-1): მარკეტი - პერეირინია, ცანა, დიასი, რადუ - გონსალესი, ლედესმა (69. მაური), ედერსონი (46. კოზაკი), ერნანესი (57. ონაზი), ლულიჩი - ფლოკარი.
ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი, პასკუალი - პისარო, მილიაჩო, ბორხა ვალერო (88. სისოკო) - კუადრადო (86. რომულო), ლიაიჩი (67. ლიამა), იოვეტიჩი.
გაფრთხილება: ცანა, დიასი, გონსალესი, ერნანესი - რომულო.
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 9-20; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-5(6-3); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 45 000

ტურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

შენიშვნა:
სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 18 - კავანი (ნაპოლი); 16 - ელ შაარავი (მილანი); 15 - დი ნატალე (უდინეზე); 13 - პაცინი (მილანი); 12 - ლამელა (რომა); 11 - ოსვალდო (რომა), იოვეტიჩი (ფიორენტინა), საუ (კალიარი), დენისი (ატალანტა), ჯილარდინო (ბოლონია); 10 - კლოზე (ლაციო), ტოტი (რომა).

მომდევნო ტური

16 მარტი
კატანია-უდინეზე, ბოლონია-იუვენტუსი

17 მარტი
სიენა-კალიარი, ფიორენტინა-ჯენოა, მილანი-პალერმო, სამპდორია-ინტერი, ტორინო-ლაციო, პესკარა-კიევო, რომა-პარმა, ნაპოლი-ატალანტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარიო ბალოტელი: მცველები ფორვარდთა ფეხებში ცემისთვის დაუსჯელნი ხშირად რჩებიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული