"რა თქმა უნდა, კარგია ისეთ გუნდში თამაში, სადაც სასტარტო შემადგენლობაში გაქვს ადგილი გარანტირებული. თუმცა ფეხბურთელის კარიერა საკმაოდ ხანმოკლეა, ამიტომ პროფესიონალური ზრდის შანსი უნდა გამოიყენო.
საერთოდ, სამი კატეგორიის მოთამაშეები არსებობენ: ტოტისნაირი ფეხბურთელები, რომლებიც მთელი ცხოვრება მშობლიურ გუნდში გამოდიან, ფეხბურთელები, რომლებსაც ცვლილებების ეშინიათ და მესამე ტიპის მოთამაშეები, რომლებსაც არაფერი აშინებთ. რომელს ვეკუთვნი მე? მე არაფრის მეშინია", - თქვა იოვეტიჩმა.
შეგახსენებთ, რომ იოვეტიჩის გადაბირების მთავარი მსურველი "მანჩესტერ სიტია". ფეხბურთელის ტრანსფერის ფასი 30 მილიონი ევროა.