"მილანი" დავიდე სანტონს უმიზნებს

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდია შანსი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "მილანმა" "ნიუკასლის" 22 წლის მცველი დავიდე სანტონი გადაიბიროს.

ახალგაზრდა იტალიელი "ინტერის" სკოლის აღზრდილია და ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როდესაც მილანური გრანდის მთავარ გუნდში გადაიყვანეს. სანტონს იტალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და პერიოდულად, ეროვნულ გუნდშიც იწვევენ. დავიდე მცველია და თანაბარი წარმატებით შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში.

"მილანში" შესაძლო გადაბარგებაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ "როსონერიში" სიამოვნებით გააგრძელებს კარიერას და ოდნავადაც არ აწელვებს ის ფაქტი, რომ "ინტერში" თამაშობდა. ინგლისელები
ახალგაზრდა მცველს 15 მილიონ ევროდ აფასებენ, საბოლოო სიტყვა კი ლომბარდიელებმა უნდა თქვან. მიმდინარე სეზონში, "მილანის" დაცვის მარცხენა ფრთაზე კიდევ ერთი ტალანტი, მატია დე შილიო ირჯება, რომელმაც სანტონის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა:

"სანტონმა ჩემი ყურადღება ჯერ კიდევ "ინტერში" ასპარეზობით მიიქცია და დღეს, კიდევ უკეთესად ირჯება. "მილანი" ახალგაზრდებზე ჩამოდის ფსონს და არ მიკვირს, რომ კლუბის მესვეურებს დავიდეს გადაბირება სურთ. პირადად მე, ჯანსაღ კონკურენციას ყოველთვის მივესალმები და შესაბამისად, სანტონის ტრანსფერს მხარს ვუჭერ. დავიდე გაგვაძლიერებს, ეს კი უმთავრესია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სანტონი გაურკვევლობაშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული