მილანური გრანდი დიდი ხანია, ჩამოშორდა სკუდეტოსთვის ბრძოლას, ევროპის ლიგის გათამაშებასაც გამოეთიშა და დიდია შანსი, ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშეც დარჩეს. მოკლედ, ანდრეა სტრამაჩონის გუნდს საქმეები ცუდად მისდის და ამ ყველაფერში ბევრი მთავარ დამნაშავედ კლუბის სპორტულ დირექტორს მიიჩნევს. დიახ, მარკო ბრანკას სკამი აშკარად მორყეულია და პერიოდულად მას თვით მასიმო მორატი აკრიტიკებს.
იტალიურ სპორტულ პრესაში სულ უფრო და უფრო აქტიურად ვრცელდება ცნობები ბრანკას "ინტერიდან" აბარგების შესახებ, რაც სეზონის
"კორიერე" კიდევ უფრო შორს წავიდა და გარიგება შემდგარად გამოაცხადა. 1998-2005 წლებში კორვინო "ლეჩეს" სპორტული დირექტორი იყო და ამ პერიოდის გუნდის აღმასვლაში ლომის წილი დაიდო. მაშინ არაამბიციურ გუნდში ისეთი მოთამაშეები გამოჩნდნენ, როგორებიც ვალერი ბოჟინოვი, მირკო ვუჩინიჩი და ფაბრიციო მიკოლი არიან. ამას მოჰყვა ფლორენციული პერიოდი, სადაც კორვინომ კოლოსალური სამუშაო გასწია - სერია C-ში დაქვეითებული "ფიორენტინას" ელიტაში დაბრუნება დიდწილად მისი დამსახურება გახლდათ... თავად განსაჯეთ, უშუალოდ მან მიიყვანა "ვიოლაში": ზრავდკო კუზმანოვიჩი, სტევან იოვეტიჩი, პაბლო დანიელ ოსვალდო, ფელიპე მელო, ხუან მანუელ ვარგასი, არტურ ბორუცი, ლუკა ტონი, ალბერტო ჯილარდინო, ადრიან მუტუ და კიდევ მრავალი სხვა...
"ფიორენტინადან" კორვინო გასულ ზაფხულს წავიდა, მიზეზი კი პრეზიდენტ ანდრეა დელა ვალესთან კონფლიქტი გახლდათ... კონფლიქტის საფუძველი დიმიტარ ბერბატოვის არშემდგარი ტრანსფერია - კორვინო ბულგარელთან პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას და როდესაც სიტყვიერად ყველა დეტალი შეათანხმა, ტრანსფერი შემდგარად გამოაცხადა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კორვინოს სხვა ფორვარდის მოძებნა აღარც უცდია, არადა, ბერბატოვთან ხელშეკრულების გაფორმება გაუჯანჯლდა...
ბოლო მომენტში დიმიტარმა იტალიაში გადაბარგება გადაიფიქრა და "ფულჰემში" გადავიდა. ფლორენციელებს კი სხვა თავდამსხმელის მოსაძებნად დრო არ ეყოთ. ეს ამბავი კორვინოს დაბრალდა, თავმოყვარე ჩინოსანმა კი ეს ვერ აიტანა და ფლორენციის დატოვება განიზრახა. მას შემდეგ არაერთი შეთავაზება მიიღო, მაგრამ ყველაზე უარი განაცხადა.
სანჩესი - მოლაპარაკება დაწყებულია
ამასობაში "ინტერის" მესვეურები კიდევ ერთი მიმართულებით აწარმოებენ მოლაპარაკებას და თუ შეთანხმება შედგა, ალექსის სანჩესი მილანურ გრანდში გააგრძელებს კარიერას. 24 წლის ჩილელი "ბარსელონაში" თადარიგში ზის და იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, არც თვითონაა წინააღმდეგი, აპენინებზე დაბრუნდეს. ამ ეტაპზე "ინტერი" მართლაც საუკეთესო ვარიანტია, რადგან მილანელებს შეტევაში ძალიან უჭირთ და შესაბამისად, კონკურენციაც დაბალია.
იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, ლომბარდიელებსა და კატალონიელებს შორის მოლაპარაკება უკვე დაიწყო, რაშიც თვითონ ფეხბურთელიც ყოფილა ჩართული. ტრანსფერი ჯერ ალბათ ვერ შედგება, მაგრამ სანჩესის "ინტერში" გადასვლის ალბათობა რომ მაღალია, ეს ფაქტია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ინტერის" პრეზიდენტის ფორმულა